logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თბილისსა და კახეთში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
თბილისსა და კახეთში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავეს
14:18 27.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისსა და კახეთში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
ამის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულთან, მათ შორის ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღებასთან აქტიურ ბრძოლას. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკომომხმარებლებში „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაუდებელი აუცილებლობით, თბილისსა და კახეთში 5 პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს დაბადებული რ. ე, 1997 წელს დაბადებული ქ. შ, 1997 წელს დაბადებული ა.ლ. და 1998 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.
პოლიცია, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მეშვეობით, ბრალდებულთა გადაადგილების მარშრუტებს აკვირდებოდა, სწავლობდა დანაშაულებრივი საქმიანობის ტაქტიკას და ფინანსურ რესურსებს. ასევე, სამართალდამცველებმა სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულების მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დადების ფოტო-ვიდეო გადაღება.
საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას ფარულად ალაგებდნენ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, რის შესახებაც ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში ათავსებდნენ, ხოლო ნარკოტიკის შეძენის მსურველები შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდგომ დამალული ნივთიერების მდებარეობის შესახებ ფოტომასალას და ზუსტი ადგილის შესახებ მონაცემებს იღებდნენ.
გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ადგილას დამალული, სარეალიზაციოდ გამზადებული 134 შეკვრა, ხოლო დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად 196 შეკვრა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, სავარაუდოდ ე.წ „ვარდისფერი ამფეტამინი“. დანიშნულია შესაბამის ექსპერტიზები.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, 1989 წელს დაბადებული ა.კ. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი"-ს გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვებას ცდილობდა. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირისგან სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის ორი მოქალაქე მ.ნ. და ფ.ზ. დააკავეს. ბრალდებულებისგან პოლიციამ 13 შეკვრად დაფასოებული 700 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ბოლო 7 თვის განმავლობაში, სხვდასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: დაახლოებით 15 კილოგრამამდე „ჰეროინი", 7191 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1 კილო და 400 გრამი „კოკაინი", 2 კილოგრამამდე „მდმა", 1 კილოგრამი და 200 გრამი "ჰაშიში", 1 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე, 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.
ამავე პერიოდში, ნარკორეალიზაციისთვის ბრალი წარედგინა (260-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით) - 98 პირს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკოტიკების უკანონო გასაღების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას“- განაცხადა ჭელიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა