logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კონსტანტინე სირაძე: ბოკერიამ ძალიან მშრალი მაგალითი მოიყვანა
კონსტანტინე სირაძე: ბოკერიამ ძალიან მშრალი მაგალითი მოიყვანა
18:26 25.07.2018
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურორის მოადგილემ გიგა ბოკერიას მიერ მოყვანილი მაგალითი დეტალურად განიხილა.
სირაძემ განმარტა, რა შემთხვევაში დგება პირის ბრალეულობა მკვლელობის თანაამსრულებლის, ან თანამონაწილეობის ფაქტზე.
„იმიტომ ვკითხე წეღან ბატონ გიგას, რომ ძალიან მშრალი ქეისი თქვა ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თავად რას იტყოდა ბატონი გიგა, ანუ მისი ჩვენება რა ინფორმაციის მატარებელი იქნებოდა, თუმცა იმ შემთხვევაშიც ავიღოთ რომ ბატონი გიგა საერთოდ არ გვაძლევს ჩვენებას. როდესაც ვმსჯელობთ ჯგუფურ დანაშაულზე და მითუმეტეს მკვლელობაში თანაამსრულებლობაზე და თანამონაწილეობაზე, აქ უნდა გვქონდეს ორი უმნიშვნელოვანესი გარემოება: პირველი - განზრახვა თვითონ თანაამსრულებლის, რომ მას სურს ეს ადამიანი მოკლას და მეორე - ამავე დროს იმის განზრახვა, რომ მას სურს სხვა პირებთან გააკეთოს და ეს განზრახვა მოუყვანიოს სისრულეში. ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაუშვათ ორმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ იჩხუბოს, ამ შემთხვევაში თუ ამ ქეისს შევადარებთ ამ საქმეს შევადარებთ, აქ ესეც არ არის. ბავშვები უბრალოდ მივიდნენ უბრალოდ საქმის გასარკვევად და არსად არ ჩანს, რომ ისინი აპირებდნენ ვიღაცის ცემას, გალახვას და ნახეთ, რომ ის, რისთვისაც მივიდნენ ადგილზე, რაც იყო მიზეზი, რომ ა.ს. დაიჩაგრა და დახმარება სთხოვა დეიდაშვილს, რაც აბსოლუტურად ყველას მოგვსვლია სკოლაში, ვიღაცასთან გვიჩხუბია, გვიკამათია, მერე ჩვენზე უფროსებისთვის მიგვიმართავს, რისთვისაც იქ იყვნენ მისული ბავშვები, იქ ის ინცინდენტი ამოიწურა მას შემდეგ, რაც თ.ნ.-მ განაცხადა, რომ აქ ორივე მხარეს გიცნობთ და ის რაც მოხდა ამისთვის, ანუ ფაქტობრივად ის რაზეც ვსაუბრობ, რომ წინასწარი შეთანხმება და განზრახვა იმისა, რომ მოდი ჩვენ რაღაცა გავაფუჭოთ არ არსებობს ხომ. თუმცა ამ შემთხვევაში არსებობს უეცრად წარმოშობილი განზრახვა, სადაც, რა თქმა უნდა, იქაც გვყავდეს ორი ან მეტი თანაამსრულებელი, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ეს ყველაფერი რამდენიმე წამში ხდება დაახლოებით 30-40 წამში ხდება და ფაქტობრივად მ.კ.-ს ქმედება არის არა თანამონაწილეობა ამ დანაშაულში, არამედ მისი ასე ვთქვათ ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ ჩხუბის დინამიურ პროცესში როდესაც ისიც კი არ იცის დანა საერთოდ აქვს თუ არა იმ ადამიანს, ავიღოთ პირობითად გ.ჯ. ან გ.ბ. და მიდის იმისათვის, რომ ეს მოჩხუბრები ერთმანეთ გამოარიდოს და ამ ფონზე თუნდაც ის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და ვნახეთ ჩვენ ექსპერტიზის დასკვნით, რომ დათო სარალიძეს იმ ადგილას სადაც ამბობს მ.კ. თავის ჩვენებაში, რომ მე ხელი დავარტყიო, დაზიანება არ ქონია, და ამ ფონზე ჩვენ ვთქვათ, რომ ამ დინამიურ პროცესში, რომელიც რამდენიმე წამში დამთავრდა, მ.კ. არის მკვლელობაში თანამონაწილე, მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვერ შევაფასებ იმიტომ, რომ არ მინდა, კიდევ ერთხელ ვამბობ უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიოთ ვინმესი“- განაცხადა სირაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა