logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ია გოგნაძე: ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა და დავები სასამართლოებში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
ია გოგნაძე: ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა და დავები სასამართლოებში რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
14:49 25.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საერთო სასამართლოებში მეუღლეთა შორის განქორწინების დავებზე ინფორმაციას ავრცელებს და შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, ია გოგნაძის განცხადებით, საერთო სასამართლოების სისტემაში, 2018 წლის მდგომარეობით, კვლავ მაღალი რჩება საოჯახო დავების რიცხვი. კერძოდ, მაღალია სასამართლოს გზით განქორწინების მოთხოვნის მაჩვენებელი, რაც დამატებით იწვევს ალიმენტის დაკისრების, შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილებთან ურთიერთობის სპეციალური წესის შემოღების მოთხოვნები. ამასთან, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფის საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, უკიდურესად მწვავედ აისახება არასრუწლოვანი შვილების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და მათ სრულფასოვან განვითარებაზე. ორგანიზაციის შეფასებით, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 წელიწადში, საქართველოში განქორწინების 46,031 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2017 წელს – 10 222, 2016 წელს – 9539, 2015 წელს – 9112, 2014 წელს – 9119 და 2013 წელს – 8039. ამავე პერიოდის მონაცემისთვის, ქორწინების მაჩვენებელი შეადგენს - 144,161 შემთხვევას. კერძოდ, 2017 წელს - 23,684, 2016 წელს - 25,101, 2015 წელს - 29,157, 2014 წელს - 31,526 და 2013 წელს - 34,693.

ია გოგნაძის განცხადებით, ორგანიზაციამ შეისწავლა სტატისტიკური მონაცემები საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა სიმრავლით ყველაზე მსხვილი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოში რეგისტრირებული საოჯახო დავებზე სარჩელების და მათი მოთხოვნების მიხედვით, რომლის შედეგებიც შემდეგნაირია:

წლების მიხედვით განქორწინება ქორწინების ბათილად ცნობა ალიმენტის გადახდევინება მამობის დადგენა მშობლის უფლების ჩამორთმევა სხვა სახის სულ დამთავრებული
2011 1071 10 593 62 28 723 2487
2012 1183 19 788 61 21 822 2894
2013 1099 29 801 46 19 611 2605
2014 854 17 632 47 12 476 2038
2015 820 24 542 69 18 591 2064
2016 803 35 564 57 17 655 2131
2017 578 362 362 44 10 630 2379

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის მხრივ წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მეუღლეთა შორის განქორწინების სტატისტიკა, შესაძლებელია, გაცილებით მაღალი იყოს, რადგანაც საამისოდ არსებობს ორი გარემოება: მხარეები არ მიმართავდნენ არც სასამართლოს და არც მარეგისტრირებელ ორგანოს და თვალშისაცემია არარეგისტრირებული ქორწინების შედეგად, საოჯახო დავების მაჩვენებელიც. განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის შემდეგ იმერეთში ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 3731 წყვილი განქორწინდა, იმერეთში – 1739. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს მასშტაბით ოჯახში დანაშაულის 746 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 61%- გახსნილია. ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისშია, ხოლო 2018 წელს მარტის თვის მდგომარეობით, პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, 965-ს შეადგენს.

ია გოგნაძის შეფასებით, მზარდი განქორწინების მაჩვენებელი არაერთი სოციალური ფაქტორიდანაა გამოწვეული, თუმცა რაც ყველაზე თვალშისაცემია, განქორწინების მაჩვენებელი მაღალია ახალგაზრდა თაობაში. მიზეზები შეიძლება მოკლედ ჩამოვაყალიბოთ: ნაადრევი ქორწინება და პასუხისმგებლობის ნაკლებობა ოჯახის მმართვის პროცესში, თანაცხოვრების პროცესში მესამე პირების ჩარევა, ოჯახური ძალადობა, ეჭვიანობისა და ღალატის ფაქტები, პირადი შეუთავსებლობა. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეების მიხედვით, განქორწინების ინიციატორი, უმეტესობა ქალბატონია.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა