გლდანი-ნაძალადევის პოლიცია "ბეკოს"მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს
გლდანი-ნაძალადევის პოლიცია "ბეკოს"მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს
20:28 22.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიცია შეშელიძის ქ.N4-ში მდებარე მაღაზია "ბეკო"-დან მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს.

უწყების ინფორმაციით, 22 ივლისს, 05:35 წუთზე სამმა პირმა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ არსებული ტექნიკის მაღაზია "ბეკოდან" მობილური ტელეფონები მოიპარა და მიიმალნენ. მიმდინარეობს დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიკაციისთვის შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-იდან 5 წლამდე ისჯება.

ბოლო პერიოდში „ბეკოს“ ზემოხსენებულ მაღაზიის გაქურდვის ფაქტებზე გლდანის პოლიციაში კიდევ ორ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ორივე შემთხვევაში დადგინდა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა და მხილებული არიან არასრულწლოვნები. ჩატარდა მათი გამოკითხვები და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოღებულია და დალუქულია, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ, ისინი კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

ბეჭდვა