logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარიამ ფირცხალაიშვილი: საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება
მარიამ ფირცხალაიშვილი: საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის მიმართულებით ეფექტური ღონისძიებები არ ხორციელდება
14:29 20.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის სტანდარტებს აფასებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიმდინარე სფეროში „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მნიშვნელოვანი პრობლემები იკვეთება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ მარიამ ფირცხალაიშვილის განცხადებით, შესწავლის ძირითად საგანს წარმოადგენდა, თუ რამდენად ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, არსებობს თუ არა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების ეფექტური მექანიზმი და ძირითადად, რა სფეროში ირღვევა აღნიშნული უფლებები. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 33-ე ნაწილის მიხედვით, 1571, 1572, 1573 მუხლებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმ(ებ)ს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები ან ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის სათანადოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები, ორგანიზაციამ 2018 წლის 18 მაისს დასახელებულ უწყებებს ინფორმაციის უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან შესაბამისი და მკაცრი რეაგირება არ ხორციელდება.

მოკლვლევის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2018 წლებში სამინისტროს დანაყოფების მიერ სამართალდამრღვევი პირის გამოვლების ფაქტები საავტორო უფლებათა დარღვევის მიმართულებით არ ფიქსირდება. ამ მიმართულებით, 2014 წელს გამოვლენილი იქნა მხოლოდ 2 სამართალდამრღვევი ფიზიკური პირი, რომელთაც ჯარიმის სახით დაეკისრათ 500 ლარი. ანალოგიურად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2015-2018 წლების განმავლობაში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. რაც ეხება, 2014 წელს - გამოვლინდა 5 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ეხებოდა შემოსავლის მიღების მიზნით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის უკანონო რეპროდუცირებას ან ტექნოლოგიური საშუალების გვერდის ავლას, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მათი კონტრაფაქციული ასლების არამართლზომიერ შეძენას, იმპორტს, შენახვას, გაყიდვას, გაქირავებას ან სხვა უკანონო გზით გამოყენებას, აგრეთვე, შემოსავლის მიღების მიზნით საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სხვა დარღვევას. აღნიშნულ შემთხვევებზე შედგენილ იქნა სამართალდარღვევების ოქმები და განსახილველად გადაიგზავნა განსჯად სასამართლოში. აქედან, 2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა, ერთ პირს მიეცა სიტყვიერი შენიშვნა, ხოლო 2 საქმეზე სამართალდამრღვევ პირებს სახდელის სახით დაეკისრათ 500-500 ლარიანი ჯარიმა.

ორგანიზაციამ მოკვლევის ფარგლებში ყურადღება გაამახვილა სასამართლოსთვის მიმართვიანობის სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც გამოიკვეთა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით 2015 წელს ჯამში 162 სარჩელი აღიძრა, 2016 წელს - 156, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში კი - 69. რაც ეხება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლით დასჯადი ქმედების სტატისტიკას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი სახით ინფორმაციის სტატისტიკური აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსდება, არ ხორციელდება.

ორგანიზაცია წარმოდგენილ მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის მიმართულებით სახეზეა კომპეტენტურ ორგანოთა მიერ ჩართულობის ნაკლებობა. კერძოდ, არ ხდება შესაბამისი სანქციის გამოყენება, რომელიც სამართალდარღვევათა აღკვეთის ან შემცირების ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით უფლებათა დარღვევის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლის გათვალისწინებით, ორგანიზაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, მათთვის საქართველოს ადმინისრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ეფექტური გამოყენებისაკენ, რაც თავისმხვრივ შეამცირებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვის მზარდ მაჩვენებელს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში აღნიშნული მიმართულებით უფლებათა დაცვის სტანდარტის გაზრდას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა