logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სანაპირო დაცვის თანამშრომლებს აბორდაჟის კურსი ჩაუტარდათ
სანაპირო დაცვის თანამშრომლებს აბორდაჟის კურსი ჩაუტარდათ
14:20 20.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა სააბორდაჟო პროცედურებში დაინერგა.

სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ქართველი ინსტრუქტორები სანაპირო დაცვის 130-მდე თანამშრომელს უსაფრთხო აბორდაჟის ტაქტიკას ეტაპობრივად შეასწავლიან და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც კიდევ ეფექტურს გახდის სასაზღვრო პოლიციის მუშაობას.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ტრენინგზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პროფესიული კომუნიკაციები, საერთაშორისო სამართალი, შეჩერება-დაკავების პროცედურები, მაღალი რისკის შემცველი სამძებრო ოპერაციების ჩატარება, თავდაცვითი ტაქტიკა და სხვადასხვა ტიპის წვრთნები.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგს სანაპირო დაცვის თანამშრომლები ატარებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ინსტრუქტორებს სამართალდამცავი ოპერაციების (უსაფრთხო აბორდაჟის) ორკვირიანი კურსი გასულ წელს ჩაუტარდათ. სწავლება, რომელსაც აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურიდან მოწვეული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებითა და აშშ-ს სანაპირო დაცვის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის ამაღლებას და დაეხმაროს მათ, შეიძინონ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი საქმიანობის უკეთ შესრულების გარანტიაა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა