logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ყველა მძღოლი, ვინც  საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს, მყისიერად დაისჯება
ყველა მძღოლი, ვინც საგზაო მოძრაობის წესებს დაარღვევს, მყისიერად დაისჯება
18:52 11.07.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა საგზაო უსაფრთხოების თემაზე სატელევიზიო ეთერში სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოებზე და დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში იდენტიფიცირებას ახდენს ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების მოდელის, მარკის და სანომრე ნიშნის. შესაბამისად ყველა ის სანომრე ნიშანი, რომელიც იდენთიფიცირებული იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემთხვევაში აუცილებლად დაჯარიმდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ კერძო პირების. სისტემური მიდგომა, გახლავთ ის რომ ყველა მძღოლი ვინც დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, მყისიერად იქნება დაჯარიმებული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მძღოლს ჰქონდეს ვალიდური მობილურის ნომერი მითითებული მომსახურების სააგენტოს აპლიკაციაში, ან ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციისას, რათა დარღვევისას მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინება. სხვა შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ფოსტის საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკრეტულ მისამართზე აგზავნის კონკრეტულ ვიდეო ჯარიმას.
იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არ იბარებს ვიდეო ჯარიმას, ამ შემთხვევაში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ხდება საჯაროდ გამოქვეყნება ამ ჯარიმის. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ეს ჯარიმა ითვლება ჩაბარებულად და თითოეულ მძღოლს დამატებით კიდევ 30 დღე აქვს ჯარიმის გადასახდელად. თუ არ იხდის, ჯარიმის ოდენობის ორმაგი რაოდენობის საურავი ედებათ და ამიტომ საჭიროა ვალიდური მობილური ტელეფონის ნომერი ჰქონდეთ მითითებული.
ვიდეო ჯარიმების აღსრულების ახალი წესი 6 თვეა არსებობს, სისტემა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე იქნა დანერგილი არის საკმაოდ ეფექტური, გვაქვს მზარდი ტენდენცია აღსრულების ნაწილში. ყველაზე მთავარი ჩვენთვის რაც არის, გვინდა მაქსიმალურად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმირებული.
ყველა მოქალაქეს და მძღოლს სამოქალაქო ვალდებულება უნდა ჰქონდეს, იმის რომ აუცილებლად გადაამოწმოს ამ ტიპის ინფორმაცია. შინაგანი მოწოდება უნდა ჰქონდეს, რომ არ დაარღვიოს საგზაო უსაფრთხოების წესები და თავიდან აირიდოს კონკრეტული ფოტო-ვიდეო ჯარიმა. თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი თავის მხრივ აუცილებლად გააგრძელებს, ინტენსიურ ღონისძიებებს სხვადასხვა მიმართულებით რათა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნის მასშტაბით,"-განაცხადა გიორგი არსოშვილმა.
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო კამერების ფუნქციონირებისათვის საჭირო სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფა.
ამასთან, დედაქალაქში, გზაჯვარედინების შუქნიშნებზე დამონტაჟდა 16 ჭკვიანი ვიდეოკამერა, რომელებიც თითოეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, ავტომატურ რეჟიმში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა