logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სააპელაციო სასამართლომ აპლიკანტის საქმეზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის აქტები უკანონოდ ცნო
სააპელაციო სასამართლომ აპლიკანტის საქმეზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის აქტები უკანონოდ ცნო
17:48 10.07.2018
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ წარმომადგენლობით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ, კიდევ ერთი დავა წარმატებით დასრულდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქმის არსებით განხილვამდე იმსჯელა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2018 წლის 9 ივლისს წერილობით წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, რომელიც ეხებოდა სხდომის სხვა დროისთვის გადადების მოთხოვნას. თავად სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის იურისტი, ანა მჭედლიშვილი 12 ივლისის მდგომარეობით იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში, ცენტრის საშტატო ერთეულით, სხვა იურისტი უფლებამოსილებას არ ახორციელებდა და სხდომა სხვა დროისთვის უნდა გადადებულიყო. სასამართლომ არ გაიზიარა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის შუამდგომლობა და აღნიშნა, რომ იურისტის შვებულების შესახებ ცენტრის დირექტორ ნინო ჭელიძის საქმეში წარმოდგენილი ბრძანება გამოცემულია 2018 წლის 29 ივნისის მდგომარეობით. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალება ჰქონდა მოეხდინა სასამართლოს დროული ინფორმირება და სათანადო წარმომადგენლის უზრუნველყოფა. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგნის არსიდან გამომდინარე, ვინაიდან საკითხი ეხება განათლების უფლების რეალიზებას, სააპელაციო საჩივრის ავტორის გარეშე უნდა გაგრძელებულიყო საქმის არსებითი განხილვა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად გამოაქვეყნა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპელაციო საჩივარი და მასზე მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის პოზიციები.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2018 წლის 29 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018-ის მონაწილის, თამარ კიკაჩეიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სასტიბენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი #8 თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა თამარ კიკაჩეიშვილის თავიდან შეფასება, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სრულად დაკმაყოფილდა ცენტრის მიმართ მხარის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მოთხოვნა.

საქმეზე უკვე ორი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თამარ კიკაჩეიშვილს უკანონოდ ეთქვა უარი აშშ-ის ბოსტონის უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მიმართულებით სწავლის საფასურის - 44 695 აშშ დოლარისა და საყოფაცხოვრებო ხარჯების - 22 073 აშშ დოლარის დაფინანსებაზე. თამარ კიკაჩეიშვილმა 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თამარ კიკაჩეიშვილმა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თამარ კიკაჩეიშვილის გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თამარ კიკაჩეიშვილის მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, საერთო სასამართლოებში, უკვე მეორე დავას აწარმოებს. ორგანიზაცია ცენტრის საქმიანობაზე ამზადებს სამართლებრივი დასკვნას, სადაც აპლიკანტთა უფლების დარღვევის ფაქტებზე იქნება საუბარი. ბოსტონის უნივერსიტეტმა მიიღო საგამონაკლისო დაშვება და თამარ კიკაჩეიშვილს გადაუვადა სწავლის დაწყების თარიღი და შეუნარჩუნა გაცემული სტიპენდია 2018-2019 სასწავლო წლისთვის. თამარ კიკაჩეიშვილი არის ჟურნალისტი და მედიის სპეციალისტი, პრესტიჟულ გამოცემებთან და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა: მანანა ჩოხელმა (თავმჯდომარე), გიორგი ტყავაძემ და თამარ ონიანმა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა დარასელიამ. საქმეზე წარმომადგენლობით უფლებამოსილება „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა უზრუნველყო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის