logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურა: ინგა გრიგოლიას მიერ ბრალდების მხარის გულგრილობაში დადანაშაულება არაკომპეტენტურობა და კანონის არცოდნაა
პროკურატურა: ინგა გრიგოლიას მიერ ბრალდების მხარის გულგრილობაში დადანაშაულება არაკომპეტენტურობა და კანონის არცოდნაა
17:08 28.06.2018
საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მიმართ მუქარისა და ადევნების ფაქტზე მხილებული პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღარ იმყოფება და ის ფსიქიატრიულ მკურნალობას გადის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ვეღარ ექნება.
ამ განცხადებით პროკურატურა ინგა გროგოლიას ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ჟურნალისტ ი.გ.-ს მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე, 2018 წლის 19 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2018 წლის 21 მაისს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნა რ.ნ., რომელსაც 22 მაისს ი.გ.-ს მიმართ ჩადენილი მუქარისა და ადევნების ფაქტზე წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1511-ე მუხლით. იმავე დღეს რ.ნ.-ს სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ი.გ. ცნობილი იქნა დაზარალებულად და მისი, როგორც დანაშაულის მსხვერპლის ფსიქიკური და მორალური ზიანის დადგენის მიზნით გამოძიების მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დანიშნულ იქნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში.
მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, ვინაიდან გამოვლინდა, რომ ბრალდებული წარსულში მკურნალობდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 23 მაისს დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
2018 წლის 12 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ რ.ნ. დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
სისხლის სამართლის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად იმას, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობის გამო არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების გამო წარმოადგენს ბრალის გამომრიცხველ გარემოებას.
აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის განჩინებით შეურაცხადობის გამო ბრალდებულ რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა დაენიშნა, რის შემდეგაც იგი მოთავსებული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი. აღნიშნული უფლება, იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეიძლება შეიზღუდოს პროკურორის ან გამომძიებლის დასაბუთებული დადგენილების საფუძველზე.
კანონის აღნიშნული მოთხოვნიდან გამომდინარე, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, გამოძიებისა და სასამართლო განხილვის პერიოდში, როდესაც რ.ნ.-ს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, პროკურორის დადგენილების საფუძველზე მას მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება შეზღუდული ჰქონდა.
2018 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, როდესაც რ.ნ.-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა შეურაცხადობის გამო, მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, იგი აღარ იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და შესაბამისად მის მიმართ ვეღარ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ი.გ.-ს ადვოკატის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ ჩადენილია გულგრილობა, ვინაიდან მათ მიერ არ მოხდა რ.ნ.-სთვის ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში სატელეფონო კომუნიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, წარმოადგენს არაკომპეტენტურობას და კანონის არცოდნას“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა