logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმების პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემოწმების პროცედურა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
16:57 28.06.2018
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
ამის შესახებ უწყებამ განცხადება გაავრცელა.

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მითითებულ დასკვნებს არ იზიარებს.
აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დღეს მოქმედი შემოწმების პროცედურა, სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, ციხის ევროპულ და ქალ პატიმართა მიმართ მოპყრობის წესებთან, ასევე ევროპის წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის შესაბამის რეკომენდაციებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან. მსგავსი პრაქტიკა ასევე მიღებული და დანერგილია არაერთ წამყვან ისეთ ევროპულ ქვეყანაში, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი ირლანდია და სხვა.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების (მათ შორის ადამიანის უფლებათა ცენტრი) რეკომენდაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მთლიანად შეიცვალა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ პატიმართა მიღებისა და შემოწმების პროცედურა.
პატიმარს სრული შემოწმება უტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ტოვებს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიას და კონტაქტი აქვს გარე სამყაროსთან (სასამართლო პროცესებში მონაწილეობა, სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ გაყვანა, დაწესებულების დროებით დატოვება 3 წლის ასაკის შვილის მონახულების გამო და სხვა). შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს, დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული შემოწმების პროცედურა მკაცრადაა რეგლამენტირებული პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით. აღნიშნული პროცედურის თანახმად, პატიმარი შემოწმების მეთოდს თავად ირჩევს - სკანერის გამოყენებით, თუ ნაწილობრივი გაშიშვლების გზით. N5 პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკანერის აპარატით, რომლითაც ხორციელდება შემოწმება.
პრაქტიკის ანალიზი და სტატისტიკა ადასტურებს, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულთა აბსოლუტური უმრავლესობა, არჩევანს აკეთებს სკანერით შემოწმებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრძოლის წინააღმდეგ არსებული საერთაშორისო სტანდარტები სავალდებულოდ მოითხოვს, დაწესებულებაში მოთავსების დროს მოხდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანებების აღმოჩენა და მათი სათანადო წესით აღწერა/დაფიქსირება ექიმის მიერ, რაც შეუძლებელია განხორციელდეს სხეულის დათვალიერების გარეშე“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის