logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
16:11 26.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ და მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა დიპლომატებს ცალკეული სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნეს.

შიანგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ინიციატივებს. კერძოდ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიიღეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ.

როგორც ცნობილია, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში ხდება საუბნო მიმართულების ტრანსფორმაცია, რის შედეგადაც, უბნის ინსპექტორის ნაკლებეფექტიანი მოდელის ნაცვლად ინერგება თანამედროვე, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება გუშინ გამოაცხადა. აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები.

ელჩებთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა