მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა
17:05 22.06.2018
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე 3 პირს სასამართლომ ბრალი წარუდგინა.
ბრალდებულები კომპანიების - „გეომეფისა“ და „ყვარელრემშენის“ წარმომადგენლები არიან. გაახლებულ მეტროსადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ ამ კომპანიებმა ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი 30 იანვარს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.


ბეჭდვა