logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე: დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალი იზეიმებს
გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე: დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალი იზეიმებს
22:23 19.06.2018
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამეტში ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის შესახებ ჟურნალისტების გამოძიების შესახებ კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, „ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას რაც შეეხება, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა რომელსაც აინტერესებს ობიექტური შედეგი მართლაც მძიმე ტრაგედიაზე, რომელმაც ქალაქი შეძრა, პარლამენტში კი არ დააყენებდა ამ შეკითხვებს, არამედ მიიღებდა მონაწილეობას საპარლამენტო კომისიის მუშაობაში.

"მე სწორედ ამიტომ შევიკავე თავი ჩემს გამოსვლაში ამ თემის გაჟღერებით. ვიცით, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეში კომისია იწყებს მუშაობას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ეს გამოძიება. ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, ეს იყო უმძიმესი დღეები, დეკემბრის დასაწყისში. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, მაშინ უდიდესი პრობლემა გვქონდა ერთ-ერთი ძებნილის დაკავების შესახებ. ეს იყო უმძიმესი დღეები ქალაქის პოლიციაში და მთლიანად მთელს სამინისტროში. ჩვენ მაშინ შევძელით მაქსიმალურის გაკეთება რაც იყო შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის მხრიდანაც ვიყავით შეზღუდულები - ეს გახლავთ არასრულწლოვნები. ჩვენ გვქონდა ძალიან მკაცრი ვადები და შესაბამისად, ჩვენ გამოვყავით ცალკე საქმე. როგორც კი დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო გარკვეული თემების დადგენა ბოლომდე ვერ მოგვესწრო, და დავიწყეთ ახალი გამოძიება. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე, ზოგ შემთხვევაში ჩვენებები შეიცვალა, ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ახალი გარემოებები. სწორედ ამ ახალი გაგრძელებული და გამოყოფილი გარემოებების ფარგლებში, თქვენ იცით, რომ უკვე ახალი მსჯავრდებულები გვყავს. და შესაბამისად ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ დღეს გამოძიება და სამინისტრო ემზადება ყველანაირი განვითარებისთვის ამ გამოძიებაში. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პოსტულატები.

თავის დროზე რომ არ იყო, ის დეტალები შემდგომ სასამართლო პროცესზე, ძალიან ბევრი ახალი ჩვენებში გამოჩნდა და ეს იყო რის გამოც ახალი მსჯავრდებულები გაჩნდნენ. ამ საქმეში უკვე 9 ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა თუ ამ საქმის ფარგლებში თუ გამოჩნდება მე-3 მე-4 და კიდე რამდენიმე, ჩვენ აღვასრულებთ სამართლიანობას. უბრალლოდ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, დღეს თუ გვაქვს ჩვენ საშუალება დეტალურად იქნას გამოძიებული ყველა ის ნიუანსი, რომელიც შემჭიდროვებული დროების ვადების გამო იმ მომენტში ვერ მოხდა. პარასკევს უკვე კომისია იწყებს მუშაობას.
ყველა დაინტერესებული მხარე და მათ შორის რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად ღიად ითანამშრომლებს ამ კომისიასთან და ჩვენ უბრალოდ დარწმუნებულები ვართ რომ სამართლიანობა შედგება ამ საქმესთან დაკავშირებით“-განაცხადა გიორგი გახარიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ