თბილისში, გლდანის რაიონში 31 წლის მამაკაცი მოკლეს.
გარდაცვლილს ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.
მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
„როდესაც მივედი, ბიჭებმა გადმოაბრუნეს და ვნახე მუცელში დაჭრილი. დაახლოებით 3 სანტიმეტრის ჭრილობა ჰქონდა. გულზე მასაჟს უკეთებდენ“- განაცხადა ადგილობრივმა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.