logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
სულხან სალაძე: ეს საკითხი უნდა გადაწყდეს შსს-ში, პროკურატურაში და სასამართლოში და არა ქუჩაში
სულხან სალაძე: ეს საკითხი უნდა გადაწყდეს შსს-ში, პროკურატურაში და სასამართლოში და არა ქუჩაში
20:55 13.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ხორავას ქუჩის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობს და არ არის გამორიცხული ახალი დეტალები გამოიკვეთოს.

„შეხვედრის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, დავსვით რიგი კითხვები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს და მათ შორის ჩვენც გვაქვს ეს კითხვები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე დახურულია და ბევრ დეტალზე არ არის წვდომა. ბუნებრივია მათი მხრიდან გარკვეული ინფორმაციის მიღება იყო მნიშვნელოვანი. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათივე განცხადებით, მუშაობს ყველა მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ გამორიცხავს ახალი დეტალების გამოკვეთას ამ საქმეში, მათ შორის გამოძიების წარმოების დროს გარკვეულ ხარვეზებზე, რამაც შემდგომში განაპირობა გარკვეული შედეგების დადგომა. სამინისტროს განცხადებით, ისინი მოწადინებულნი არიან და მათი დიდი სურვილია ამ საქმეზე საბოლოოდ დადგეს ისეთი განაჩენი, რომელთა მიმართებაშიც საზოგადოებაში არ დარჩება კითხვები, ამ მიმართულებით მუშაობენ აქტიურად, თუმცა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ამ საქმეზე არ არის ისეთი დროის ლიმიტი, რომ ეს განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. ცხადია, გონივრულად მცირე დროის მონაკვეთში უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული. მათაც აქვთ მოლოდინი, რომ გაცილებით მეტი საუბარი შეიძლება განაჩენის ჩაბარების შემდეგ, ის თუ როგორ ასაბუთებს სასამართლო. ჩემი მოლოდინი არის, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და სასამართლოში, სხვა უწყებებში არა და მითუმეტეს, ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს ქუჩაში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტის გამოხატვას რაიმე ფორმით ვეწინააღმდეგები. უბრალოდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება მხოლოდ ამ შენობაში, პროკურატურაში და სასამართლოში“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article