logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სოფო ვერძეული: ვფიქრობ, ამ ეტაპზე შსს დიდ ძალისხმევას წევს, რათა გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე საზოგადოების ნდობა ჰქონდეს
სოფო ვერძეული: ვფიქრობ, ამ ეტაპზე შსს დიდ ძალისხმევას წევს, რათა გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე საზოგადოების ნდობა ჰქონდეს
20:48 13.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორი სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგნელმა სოფო ვერძეულმა განაცხადა, რომ ისინი სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, არსებული სიახლეები და იმ საკითხებით დაინტერესდნენ, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს.

„შეხვედრის ჩვენი მხრიდან კითხვები რა თქმა უნდა, შეეხებოდა თავდაპირველად საქმის გამოძიებას და ამ გამოძიების პროცესში არსებულ ხარვეზებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილება მედიასაშუალებებში. ჩვენ ასევე გვაინტერესებდა დღეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რა არის ის სფეროები და საკითხები, რომლებზეც სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს.

მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ ამ გამოძიების ფარგლებში არ არის ვიწრო ფოკუსი. შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს როგორც მკვლელობის ნაწილს და ამ საქმეში შესაძლო სუბიექტების გამოკვეთას, ასევე, იმ მიმართულებას, რომელიც ეხება გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობას, იქნება ეს შეუტყობინებლობა, მოწმეებზე ზეწოლა თუ სხვა რაიმე ფორმით მართლმსაჯულების აღსრულებაზე ზეგავლენის მოხდენა.

ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამ გამოძიებამ უნდა აჩვენოს, რამდენად არის სისტემა მზად იმისთვის, რომ პირველ რიგში დაზარალებულის უკმაყოფილებას, საზოგადოების უკმაყოფილებას ადეკვატურად უპასუხოს. ამ გამოძიების შედეგები აჩვენებს, რამდენად დაიძლევა ის კრიზისი, რომელიც სარალიძის საქმის არაეფექტურმა გამოძიებამ შექმნა. მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სამინისტრო დიდ ძალისხმევას წევს იმისთვის, რომ ამ გამოძიებას, როგორც დაზარალებულის, ასევე, საზოგადოების ნდობა ჰქონდეს. ჩვენ ძალიან ნათლად ვთქვით, რომ ეს, იქნება სუბელიანის თუ მორჩაძის დაკავება, თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ გამოძიებამ ვერ მოახერხა გამოკვეთოს სისტემის შიგნით ვინ იყო და რა დონეზე გადაწყდა ამ საქმის ბედი, ვინ იყო პასუხისმგებელი იმაზე, რომ გამოძიება ობიექტურად და კვალიფიციურად არ ჩატარდა“განაცხადა ვერძეულმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს