ზაზა სარალიძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება
ზაზა სარალიძე შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება
17:47 13.06.2018
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე იმყოფება.
სარალიძეს ხორავას ქუჩის საქმის თაობაზე მოწმის სტატუსით კითხავენ.
როგორც სარალიძემ დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ის აპირებს გამოძიებას მისთვის ცნობილი ყველა დეტალის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
„აქამდე რატომ არ დამიბარეს? ვიღაც-ვიღაცებს იბარებენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას მე ვფლობ. მე ვაპირებ ყველა დეტალი მივაწოდო გამომძიებლებს“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ბეჭდვა