logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია და მუშაობის გრაფიკი დაამტკიცეს
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია და მუშაობის გრაფიკი დაამტკიცეს
17:59 13.06.2018
„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დასაბარებელ პირთა სია დაამტკიცეს.

კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განცხადებით საქმეში ბევრი მოწმეა, რომელთა ახსნა-განმარტებები ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის არასრული სია, რომელსაც შეიძლება დაემატონ სხვადასხვა პირები იმის მიხედვით, თუ როგორ გაგრძელდება კომისიის მუშაობა“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.



კომისიის წევრი, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ სიის პირველ ნაწილში უშუალო მონაწილეები უნდა იყონ, შემდეგ უშუალოდ გამომძიებლები და მათი ხელმძღვანელები, ხოლო ამის შემდეგ ზუსტად უნდა განისაზღვროს იმ პირთა სია, რომელთა გამოკითხვის აუცილებლობაც დადგება. სიის დამტკიცებამდე კომისიის წევრებმა მასში პირთა თანმიმდევრობაზე იმსჯელეს.



ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ეს არის პირობითი, სავარაუდო სია, რომელიც შეიძლება შეიკვეცოს ან გაფართოვდეს. მან წინასწარი შეფასებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა კოლეგებს. „ჩვენ ვიძიებთ კონკრეტულ ფაქტს და კონკრეტული ფაქტიდან გამომდინარე სად გადავალთ, ეს არის მსვლელობის საკითხი. ჩემი თხოვნაა, შეფასებებში ვიყოთ ფრთხილი, ვინაიდან თქვენ ხედავთ, რამხელა პასუხისმგებლობა აიღო მმართველმა გუნდმა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, საქმე უნდა წავიდეს სააპელაციო სასამართლოში განსახილველად და ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოებთ გამოძიებას. ეს არის უპრეცედენტო რამ. ამიტომ ჩვენს შეფასებაში უნდა ვიყოთ ფრთხილი. ჩვენმა შეფასებებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს საქმის მსვლელობაზე. ამიტომ თითოეულს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს“ , - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



ოთარ კახიძის მოსაზრებით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, კომისიის წევრების ვალდებულებაა, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის, ვისი ბრალეულობაც შეიძლება გამოიკვეთოს, მხილებული უნდა იქნას და შესაბამისი დასკვნა მომზადდეს.



დღესვე დეპუტატებმა კომისიის მუშაობის გრაფიკი დაამტკიცეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირაში 3 შეხვედრა დაიგეგმა. შემდეგი, მესამე, მეოთხე და მეხუთო სხდომა, 20, 21 და 22 ივნისს, 10:00-16:00 საათზე გაიმართება.



დღესვე კომისიის ფარგლებში 2 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, თითოეული სამკაციანი შემადგენლობით. აღნიშნულ ჯგუფებს სახელობითი შემადგენლობით კომისია ოთხშაბათს, მორიგ სხდომაზე დაამტკიცებს. სერგი კაპანაძის განმარტებით, ერთი სამუშაო ჯგუფი იქნება პენიტენციალურ სისტემაში შესვლის მანდატით, ხოლო მეორე - დაკითხვის საწარმოებლად.



კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი მზად არის ინტენსიური მუშაობა დაიწყოს. „მინდა ყველა დეპუტატს მოვუწოდო, რომ აქტიურად გაეცნონ მასალებს, რადგან ჩვენ რამდენიმე დღეში ახსნა-განმარტებისთვის კონკრეტული ადამიანების დაბარება უნდა დავიწყოთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ პოლოლიკაშვილთან: მსოფლიო ტურიზმი და რუსი ტურისტები საქართველოში
12:01 19.10.2018
ინტერვიუში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს
ინტერვიუ
ინტერვიუ ისა კოაძოისთან: ქართველებო, ილოცეთ ინგუშებისთვის და მშვიდობისთვის
10:25 15.10.2018
საქართველოს მეზობლად, ინგუშეთში, მოსახლეობა პრეზიდენტ იუნუს-ბექ ევკუროვის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვანო ჩხარტიშვილთან: ზაზა ოქუაშვილმა ქართული მეთამბაქოეობის იდეა ტრანსნაციონალურ კორპორაციაზე მიყიდვით მოკლა
00:11 12.10.2018
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის
ინტერვიუ
ზაალ ანჯაფარიძე: წინასაარჩევნო გარემო საგანგაშო არ არის
12:45 11.10.2018
ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არასამთავრობოებისა და ხელისუფლების დაპირისპირებასა და ISFED-ის
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში შვეიცარიის ელჩ ივ როშესთან: როდის ამოქმედდება შეთანხმება ტვირთების მონიტორინგის მექანიზმის შესახებ
13:59 09.10.2018
რუსეთში შვეიცარიის ელჩს ივ როშეს ინტერვიუ ჩამოართვა რუსული საინფორმაციო სააგენტო
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
ინტერვიუ დავით რაქვიაშვილთან: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა
15:57 08.10.2018
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არსებული ფორმატით უკვე აღარ იფუნქციონირებს. პარლამენტის
ინტერვიუ
თამარ გუდავა: რეკორდული რაოდენობის საჩივრების ხელოვნურად შექმნის მიზანი არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებაა
13:33 29.09.2018
„საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელის თამარ გუდავას განცხადებით,
ინტერვიუ
დენის დავითაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ გადატრიალებას ამზადებს
18:59 28.09.2018
გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტთან საარჩევნო საკითხებში, ცესკოსა და უწყებათაშორისი კომისიის დამკვირვებელთან,
ინტერვიუ
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან
ინტერვიუ
Pleas creat article