logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: მიმდინარე საქმის გამოძიებისას, რომელი პირის ბრალეულობაც გამოიკვეთება, არავის დაკავება  მოგვერიდება
ნათია მეზვრიშვილი: მიმდინარე საქმის გამოძიებისას, რომელი პირის ბრალეულობაც გამოიკვეთება, არავის დაკავება მოგვერიდება
09:47 13.06.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია "TV
პირველის" ეთერში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ არსებული კითხვის ნიშნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის ფორმატში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

"სახალხო დამცველის შეფასება გასაგებია ჩემთვის, ეს მისი უფლებაა. ის გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. ისიც მესმის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს, თუმცა მოსახლეობას ისიც მინდა ვუთხრა, ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვებს ვიპოვით. არ ვამბობ, რომ ეს საქმე სხვა საქმის ტოლფასია შინაარსობრივად. ეს არის ის შეკითხვები, რომელსაც ამ გამოძიების ფარგლებში გავცემთ პასუხებს, ეს არის ის შეკითხვები, რომელსაც გამომძიებლები და პროკურორები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში უპასუხებენ. მე არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, მე ვისაუბრე იმაზე რომ სასამართლო განხილვის ეტაპზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, რაც მანამდე გამოძიებისთვის ცნობილი არ ყოფილა - როგორც კი ეს გარემოებები გამოვლინდა, ჩვენ დავიწყეთ გამოძიება, სასამართლო განხილვის პარალელურად, დამოუკიდებელი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოვიპოვეთ შესაბამისი მტკიცებულებები, მათ შორის სხვათა შორის ბევრი შეკითხვა იყო - რა შეიცვალა ახლა? შეიცვალა ახლა ის, რომ მირზა სუბელიანს მანამდე არავინ ახსენებდა და სასამართლო განხილვის ბოლო სხდომაზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ახსენა იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც მირზა სუბელიანს ახლა ბრალი აქვს.

კარგად ვიცი რას ნიშნავს მტკიცებულებათა ერთობლიობა, იმისთვის რომ ადამიანებს ბრალი წაუყენო ძალიან მძიმე დანაშაულისთვის. ამას ძალიან კარგად ვაცნობიერებ, ამიტომ ვსაუბრობ სიფრთხილით. კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები, რომ დავიჭიროთ პირობითად ვამბობ მიხეილ კალანდია, კონკრეტული ადამიანების მოთხოვნები დავიჭიროთ ვინმე, მოწმის სტატუსის მქონე პირი ამ საქმეში. იმისთვის რომ ადამიანების სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, დაიჭირო და ბრალი წაუყენო, ამისთვის გვჭირდება მტკიცებულებები და ამ საკითხს ვეკიდებით სერიოზულად. რაც შეეხება მირზა სუბელიანის დაკითხვას, ჩვენ ყველანი შევთანხმდით რომ ეს საქმე გადავა საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენ ყველანი იქ ყველა შეკითხვას, მათ შორის რაც სახალხო დამცველს აქვს ყველა ამ შეკითხვას საგამოძიებო კომისიაში პასუხს გავცემთ. თუ დადგება, თუ გამოიკვეთება პირი, რომელი პირის ბრალეულობაც გამოიკვეთება იმ სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში, რასაც ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს, ისევე არ მოგვერიდება არავის დაკავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, როგორც არ მოგვერიდა მორჩაძის, მირზა სუბელიანის შემთხვევაში. საზოგადოებას შევახსენებ, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდებულებს გავლენიანი ნათესავები და ოჯახის წევრები ჰყავდათ და ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ჩვენთვის ეს არ არის დამაბრკოლებელი გარემოება, დავადგენთ რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა - დავაკავებთ, შევკრებთ მტკიცებულებებს, დავაყენებთ ბრალდების წაყენების საკითხს" - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის