ნინო ჯავახაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია
ნინო ჯავახაძე: ხორავას ქუჩის საქმეზე, გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია
15:20 07.06.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ პარლამენტში სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ჯავახაძის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პროცესში ყველა საჭირო პირი აუცილებლად დაიკითხება.
“სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა. მის მიერ საქმის შესწავლა მიმდინარეობს, არ დასრულებულა. შესაბამისად, ჩვენთვის ცოტა გაუგებარია წინასწარი დასკვნების გამოტანა. თუ რაიმე კითხვა აქვს სახალხო დამცველს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე თვის წინ. ეს გამოძიება მიმართულია იმ პირების გამოსაკვეთად, რომლებმაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე, იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ჩვენ შევისწავლით ყველაფერს. თუ გამოვლინდებიან დამნაშავეები, ისინი დასჯილი იქნებიან და დასკვნები შემდეგ უნდა გამოვიტანოთ. გარკვეული გარემოებები გამოიკვეთა თავად სასამართლო პროცესზე. კერძოდ, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამოიკვეთა ახალი გარკვეული გარემოებები, რომელთა აქტიური შესწავლა და გამოძიება ახლა მიმდინარეობს. კონკრეტულ პირებზე არ ვისაუბრებ, თუმცა, თუ გამოვლინდნენ ასეთი პირები, ამას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და დასკვნები მერე გამოვიტანოთ. დეტალებზე არ ვისაუბრებ, მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი პირის დაკითხვა. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ, 10 რიცხვამდე და შეიძლება, უფრო ადრეც საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. ეს გამოძიება რამდენიმე თვის წინ ძირითადი გამოძიებიდან ცალკე საქმედ გამოეყო და შესაბამისად, მიმდინარეობს.
გამოძიების ფარგლებში, ვინც საჭირო იქნება, ყველა აუცილებლად დაიკითხება,“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის გამოძიების პროცესში წამების მუხლის დამატებას გამოეხმაურა.
„ჩვენ, გამოძიება ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. თავდაპირველად იყო დაწყებული მკვლელობისსა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, გუშინ უკვე დაემატა წამების მუხლი. გამოძიება ყველანაირად გვერდში უდგას ოჯახს. ყველა საკმარისი საფუძველი შექმნას იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. გამოძიების ფარგლებში რაც საჭიროა ყველაფერი გაკეთდება, მათ შორის ექსპერტიზებიც,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

ბეჭდვა