ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ ბინას ესროლეს
ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ ბინას ესროლეს
10:28 05.06.2018
ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
არახამიას განცხადებით, თავდასხმა მისი დაშინების მცდელობა იყო.

„ბარბარე რაფალიანცის საქმეზე გაკეთდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ განცხადება საჯაროდ, თუ როგორ იგეგმებოდა ამ საქმის გაყალბება. ეჭვი არსებობს, რომ სოწრედ ამას უკავშირდება ფაქტი და ეს ჩემი დაშინების მცდელობა იყო“- განაცხადა არახამიამ.
მომხდარზე გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების მუხლით მიმდინარეობს.


ბეჭდვა