logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურა: სასამართლოს განაჩენებს კატეგორიულად არ ვეთანხმებით
პროკურატურა: სასამართლოს განაჩენებს კატეგორიულად არ ვეთანხმებით
15:42 31.05.2018
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.
როგორც მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, ბრალდების მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
სამი რამ გვსურს ვუთხრათ საზოგადოებას.
პირველი: ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებული, ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში.
მეორე: მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები, ჩვენ ამ განაჩენებს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რადგან ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარება არის სრულიად გაუგებარი.
მესამე საკითხი ეხება საქართველოს პროკურატურის გეგმებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, მაგრამ რადგან დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს კითხვის ნიშნები ჩატარებულ ექსპერტიზებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაზარალებულის ინტერესების დასაცავად და დანაშაულის ყველა ჩამდენის გამოსავლენად ყველა შესაძლო ზომას დღემდეც მივმართეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავნიშნოთ ექსპერტიზები შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო სამედიცინო ბიუროში. უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს პროკურატურასა და აღნიშნულ სამედიცინო ბიუროს შორის და ექსპერტიზის დანიშვნის ვადების თაობაზე განვაცხადებთ უახლოეს დღეებში. გარდა ამისა, გვაქვს სრული მზაობა, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ზაზა სარალიძე და მათი ადვოკატები, შესაბამისად მათ მიეცემათ საშუალება, მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს დაუსვან მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა, ეს პროცესი იქნება ღია და გამჭირვალე. როგორც აქამდე, ამიერიდანაც დაზარალებულ მხარეს კვლავ სრული წვდომა ექნება აღნიშნულ პროცესში ნებისმიერ დეტალთან, ხოლო მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ბიუროს დასკვნა აუცილებლად გასცემს პასუხს არსებულ ყველა შეკითხვას.
გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები:
სერ ჯეფრი ნაისი
(Sir Geoffrey Nice) - 1998-2006 წლებში იყო იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე და პირადად უძღვებოდა სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს. ნაისი, სერ დეზმონდ დე სილვასა და დევიდ კრეინთან ერთად, არის 2014 წელს გამოცემული საერთაშორისო ანგარიშის ავტორი, რომელიც სირიაში დაკავებულთა წამებისა და სიკვდილით დასჯის ფაქტებს ეხება. ამჟამად ის პერიოდულად მუშაობს მოსამართლედ და ლონდონის გრეშამის კოლეჯის სამართლის პროფესორია;
მოშე ლადორი
(Moshe Lador) - იყო ისრაელის სახელმწიფო პროკურორი 2013 წლის ბოლომდე. თანამდებობაზე ყოფნისას იგი ზედამხედველობდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სისხლისსამართლებრივ საქმისწარმოებას, მათ შორის სისხლისსამართლებრივ დევნას ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ეჰუდ ოლმერტის, პრეზიდენტ მოშე კაცავის, და სხვა რამდენიმე მინისტრისა და მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ. ამ თანამდებობის დაკავებამდე მოშე ლადორი იყო იერუსალიმის რაიონული პროკურორი;
პოლ კაფი (Paul Coffey)
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი. საჯარო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ის გაეროს მისიით იმყოფებოდა კოსოვოში. პოლ კაფი აქტიურად მონაწილეობდა კოსოვოს იუსტიციის სისტემის რეფორმაში, ასევე ზედამხედველობდა გაეროს მიერ კოსოვოში წარმოებულ ყველა საქმეს, მათ შორის, ომის დანაშაულებათა გამოძიებას.
ამ გადაწყვეტილების მიზანია, რომ საერთაშორისო დონეზე შეფასდეს მიმდინარე გამოძიება, შეფასდეს არსებული მტკიცებულებები, მოხდეს საერთაშორისო პროკურორთა ჯგუფის მხრიდან დასკვნის მომზადება და სამოქმედო ნაბიჯების ერთობლივად დაგეგმვა. ცხადია, დაზარალებულ მხარეს ექნება სრული შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ფორმატში, დაუსვას საერთაშორისო პროკურორთა ჯგუფს მისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვა და მოხდეს ნებისმიერი საკითხის ერთობლივად განხილვა და გადაწყვეტა“- განაცხადა შოთაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის