logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ − საქმის განხილვა სტრასბურგში 23 მაისს გაიმართება
15:46 15.05.2018
სტრასბურგში, ევროსასამართლოში 23 მაისს საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განხილვა გაიმართება.
ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 23 მაისს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადდება, თუმცა ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ჩვენ 23 მაისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მთელ ქვეყანას; ამიტომაც მინდა, მედიას და თითოეულ თქვენგანს ვთხოვო მაქსიმალური ყურადღება. მაქსიმალური ყურადღება, რადგან თავად თემა არის ძალიან საყურადღებო. 23 მაისს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე იმართება ბოლო და ღია განხილვა საქმისა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც არის აგვისტოს ომის საქმე. 23 მაისს, რა თქმა უნდა, არ ცხადდება გადაწყვეტილება, მაგრამ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს, იყოს საქართველოსთვის სასიკეთო; სასიკეთო ჩვენი სამომავლო სამართლებრივი დავებისთვის; სასიკეთო რეალობის და ჭეშმარიტების შესაბამისი, აუცილებელია, რომ 23-მა მაისმა ჩაიაროს წარმატებით ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ტიტანური შრომა გასწია 2013 წლიდან დღემდე ამ საქმეზე. ჩვენ სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად და აქ, პირველ რიგში, თქვენი ნებართვით, მინდა, ჩვენი მთავრობის სამართალდამცავი ბლოკი გამოვყო − პროკურატურა, შსს, სუს, თავდაცვის სამინისტრო, რომლებმაც მტკიცებულებების მოპოვების კუთხით პრაქტიკულად შეუძლებელი შევძელით, ასევე, რამდენიმე კომპონენტში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი დახმარების შედეგად. ამ გუნდური მუშაობის შედეგი იქნება 23 მაისს აბსოლუტურად გამართული სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები დაიცავენ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მანამდე და ამ დღეს საზოგადოება, მედია იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა