logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ყოფილ მეუღლესა და არასწრულწლოვან შვილზე ძალადობის, მუქარისა და მათი კუთვნილი ნივთის ქურდობისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
ყოფილ მეუღლესა და არასწრულწლოვან შვილზე ძალადობის, მუქარისა და მათი კუთვნილი ნივთის ქურდობისთვის ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
09:59 11.05.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა,რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახური ძალადობის, მუქარისა და ქურდობისთვის ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111-126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.ფ. 2014 წლიდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე არასრულწლოვან შვილს - ნ.ფ.-ს და ყოფილ მეუღლეს -მ.ა.-ს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, სცემდა მათ და აყენებდა დაზიანებებს. იგი ასევე აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და ამცირებდა მათ, რის გამოც დაზარალებულები ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდნენ. 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ.ფ. ყოფილ მეუღლეს დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რაც დაზარალებულმა რეალურად აღიქვა და მუქარის განხორციელების შიში გაუჩნდა.
სასამართლო პროცესზე ასევე დადგინდა, რომ თ.ფ.-მ ჩაიდინა ქურდობა. 2017 წლის ნოემბერში იგი ფარულად დაეუფლა მ.ო.-ს კუთვნილ, 670 ლარად ღირებულ სარეცხ მანქანას, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
სამართალდამცველებმა თ.ფ. 2017 წლის 12 დეკემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 111 - 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“, „კ“ ქვეპუნქტებით, 111-151 მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახური ძალადობა, მუქარა და ქურდობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ფ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის