logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრა დაავალა
სასამართლომ ეკონომიკის სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრა დაავალა
12:14 05.05.2018
საქართველოს უზენაესი სასამართლომ სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე დავის არსებითი განხილვა დაიწყო, ვინაიდან 2018 წლის 4 მაისის სასამართლო სხდომაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების პირობებთან მიმართებით, კონკრეტული პოზიციები ვერ მოისმინა. სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებები შეეხებოდა საქმეზე განსჯადობის საკითხის სამართლებრივი დასაბუთების ნაწილს და გასაჩივრებული 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნევის საკითხს.

სასამართლომ კიდევ ერთხელ მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებები დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობებზე. ამასთან, სასამართლომ მოისმინა როლანდ ბლადაძის პოზიცია იმის შესახებ, რომ სამინისტროსთან შეხვედრები სულ სხვა პირობებით და შეთანხმებებით სრულდება, თუმცა სამინისტროს შემდგომი დოკუმენტური მასალა ამ პირობებისა და შეთანხმებების საწინააღმდეგოა. სასამართლომ სამინისტროს როლანდ ბლადაძის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის ორგანიზება დაავალა და გაიზიარა მხარის პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ პირთან - მინისტრთან არ ხდებოდეს სასამართლოს საქმისადმი დამოკიდებულებებისა და როლანდ ბლადაძის მოთხოვნების სრულფასოვნად მიტანა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეს არსებითად განიხილავს და პარალელურ რეჟიმში ხელს შეუწყობს მორიგების პროცესის უზრუნველყოფას. შესაბამისად, საქმეზე სასამართლო სხდომა 2018 წლის 11 მაისიდან გაგრძელდება, ამ პერიოდში კი უნდა მოხდეს როლანდ ბლადაძის მინისტრთან შეხვედრის უზრუნველყოფა.

საქმეზე სიახლეს წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნა, რომელიც თანახმადაც, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბინა #8-ში მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების - 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით - 497 459 ლარი. ამასთან, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებული ალტერნატიული ფართების სადღეისო საბაზრო ღირებულების საექსპერტო დასკვნებიც. კერძოდ, კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით - 165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე). სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.

როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა.

როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა ალტერნატიული ფართების სახელმწიფოს მხრიდან გასვისების პროცესსა და ფინანსურად დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი შეიცავდა რისკებსა და დროში გახანგრძლივებულ პროცესს. ამასთან, როლანდ ბლადაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიმართ ვერ ექნებოდა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები, თუკი მიიღებდა მეტობით ფართს, ხოლო სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით. როლანდ ბლადაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხხვევაში, მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე). სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. საქმეზე 11 მაისის სხდომა 12:00 საათზე განახლდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის