logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
მთავარ პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა
მთავარ პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა
13:13 27.04.2018
საქართველოს პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკოორდინაციო მექანიზმის პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში დღეს იმართება. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის მიზანი საქართველოს პროკურატურასა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა. მთავარი პროკურორის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დანაშაულის პრევენციას.

მულტისექტორული ჯგუფი ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით იმუშავებს. საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ პირდაპირი კომუნიკაცია იქონიონ საქართველოს პროკურატურასთან, რაც მიმართული იქნება საერთო მიზნის - თითოეული დაზარალებულის ინტერესების დაცვაზე. ამასთან, პერიოდულად გაიმართება თემატური შეხვედრები, სადაც მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პრეზენტაციას 34-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პრეზენტაციის შემდგომ, მულტისექტორული ჯგუფის საქმიანობის ფორმატისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართება.

ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის