logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
 სასამართლომ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
სასამართლომ პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო
11:58 13.03.2018
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.
ამასთან დაკავშირებით პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ამავე დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.

სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე, წარდგენილ იქნა ორ ათეულ ტომად შეკრებილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დ.ხ. და ლ.ბ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”- ნათქვამია განცხადებაში.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი