logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა
16:37 12.01.2018
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ნინო ლომჯარიამ, ასევე, ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გამოთქმულ რეკომენდაციებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველს საპოლიციო სისტემის განვითარების საკუთარი ხედვა და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილ დეპარტამენტსაც, რომლის ძირითადი ფუნქციაა ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ტრეფიკინგის, დისკრიმინაციული მოტივითა და არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე, სახალხო დამცველის მოადგილეები - თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.

„დღეს, სახალხო დამცველთან და მის მოადგილეებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ - საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს. ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით გაცემულ რეკომენდაციებს, რომლის შესრულებაც ჩვენი მოსვლის დღიდან, ეტაპობრივად, პრაქტიკაში დავიწყეთ. ვისაუბრეთ ასევე სამინისტროს ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც უკვე შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. მისი უმთავრესი ფუნქცია იქნება ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის ამაღლება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტის პრეზენტაცია, ფართო საზოგადოებისათვის, გაიმართება 23 იანვარს.“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

ნინო ლომჯარიას თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე ნარკოპოლიტიკასაც შეეხო.

„მინისტრს ვესაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის ფორმაზე, ასევე იმ საკითხებზე რასთან მიმართებაშიც ჩვენ მოგვიწევს სამინისტროსთან ურთიერთობა. ჩვენ გამოვკვეთეთ ის საკითხები, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რაც არის პრობლემატური განსაკუთრებით პოლიციასთან ურთიერთობის დროს. ასევე შევთავაზეთ ამ პრობლემის მოგვარების სისტემური ხედვა, აქცენტი გავაკეთეთ რეფორმის საჭიროებაზე, ადამიანის უფლებათა სწავლების გაძლიერებაზე, ასევე გამოვთქვით მხარდაჭერა ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობის და დახმარების სწავლების გაძლიერების თვალსაზრისით. ვისაუბრეთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმთან. ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გავცვალეთ ჩვენი პოზიციები, და რა თქმა უნდა შევეხეთ, იმ ცალკეულ ინციდენტებს რაც ბოლო დროს განსაკუთრებით გახმაურებული და პრობლემატური იყო. დავაფიქსირეთ ასევე ჩენი პოზიციები და მოვისმინეთ სამინისტროს ხედვები, ყველა იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით რაც ეხება ადამიანის უფლებების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის -
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო