logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
გიორგი გახარია: კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს
გიორგი გახარია: კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, სტრუქტურულ რეფორმებს საჭიროებს
15:20 07.12.2017
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სკოლებში წესრიგის დასამყარებლად საპატრულო პოლიცია მაქსიმალურ რესურსს გამოიყენებს.

გიორგი გახარიას ინფორმაციითვე, უნდა მოხდეს მანდატურის სამსახურის ბმა საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან.

„დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ მანდატურების სამსახურის ეფექტურობის გაზრდა. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამისთვის შეიქმნა უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც არის განათლების სამინისტრო, გენერალური პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მანდატურების სამსახური იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი. სამწუხაროდ, რაღაც მომენტში მანდატურის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ბმის გაწყვეტა მოხდა. აღნიშნული სამსახურის იერარქიული სტრუქტურა ცოტა შეცვლილი იყო, რამაც, როგორც ჩანს, ხარისხზე იმოქმედა. ამიტომ ჩვენ ახლა მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გაზრდის მანდატურების საქმიანობის ეფექტიანობას. ვიდრე ეს მოხდება, მანამდე საპატრულო პოლიცია მობილიზებული იქნება და ყველა შესაძლებელ რესურსს გამოიყენებს იმისათვის, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყოს დაცული. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სანამ ეს ტრაგიკული ფაქტი მოხდებოდა, დაახლოებით, 2 კვირით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიღეთ გადაწყვეტილება და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს თბილისის რამდენიმე სკოლასთან, ეს იყო 80-85 სკოლა, პატრულირება უკვე დაწყებული ჰქონდათ, დღის საათებში გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით და სკოლაში მისასვლელად მშობლებისა და ბავშვების დასახმარებლად. ეს იყო მაშინ ძირითადი ამოცანა. ჩვენ ახლა უფრო სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, შესაბამისად, მაქსიმალურად სწრაფად ვეცდებით, რომ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გაზარდოს მანდატურების სამსახურის ეფექტიანობა და ამის შემდგომ პატრულის როლი, რა თქმა უნდა, შეიცვლება. ჩვენ გვესმის მოქალაქეების, როცა ამბობენ, რომ პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის და ამას ვეთანხმებით. პოლიციის ადგილი სკოლაში არის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხდება სამართალდარღვევა, რომლის პრევენციაზეც უნდა იმუშაოს პოლიციამ.
მანდატურის სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც გვაქვს დღეს და არა მათ წინაშე, რომლებიც გვქონდა 5 ან 10 წლის წინ.
ამ ბმას ჩვენ აღვადგენთ, ჩვენ ვსაუბრობთ ბმაზე საპატრულო პოლიციასთან და არა კრიმინალურ პოლიციასთან, ან კიდევ სხვა რაღაცასთან. მიუხედავად იმისა, რომ მანდატური სამსახური უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი, მისი ძირითადი ფუნქცია უნდა იყოს პრევენცია და არა შსს-სთან მჭიდრო ურთიერთობა. ეს უნდა იყოს ძირითადი ამოსავალი წერტილი - ასეთი კავშირი უნდა არსებობდეს.
კრიმინალური პოლიცია, რომლის ნაწილსაც შეადგენენ უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, დღეს საჭიროებს სტრუქტურულ რეფორმებს. იმ სახით, რა სახითაც ჩვენ დღეს გვაქვს უბნის- ინსპექტორები, ეგრეთ წოდებულები, რა თქმა უნდა, ვერ ჩაერთვებინ სკოლის უსაფრთხოების და წესრიგის დამყარებაში - ეს სხვა წესრიგია, სხვა ტიპის ფსიქოლოგიური პორტრეტის ადამიანები”-განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ