logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
10:54 07.12.2017
თბილისი საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არაერთგზის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისთვის ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი), და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (მეოთხე ეპიზოდი).
ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ.

„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ნ.გ.-მ ჩაიდინა როგორც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ნ.გ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2017 წლის 10 მარტიდან დან 22 მარტის ჩათვლით ქ.თბილისში, სოფელ ფონიჭალაში გარკვეული თანხის სანაცვლოდ არაერთხელ გაასაღა მოქალაქე მ.გ-ზე. ასევე დადგინდა, რომ ნ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერება „ჰეროინს“ თავის საცხოვრებელ სახლშიც ინახავდა, რაც ამოღებულ იქნა სამართალდამცველების მიერ.
სამართალდამცველებმა ნ.გ. 2017 წლის პირველ აპრილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით , მე-4 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება) წარედგინა“- ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ