logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სააპელაციო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სააპელაციო სასამართლომ ლისის ტბის წართმევის საქმეზე ახალი მტკიცებულებები დასაშვებად სცნო
16:31 14.11.2017
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ, ლისის ტბის წართმევის საქმეზე, ახალი მტკიცებულებები დასაშვებად მიიჩნია. სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო ორი ახალი დოკუმენტი. კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2006 წლის 21 სექტემბრის წერილი, რომლითაც რამაზ ახვლედიანს ეცნობა, რომ მის მიერ მითითებული მისამართზე ქ. თბილისში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენდა 12 ლარს. სწორედ ამ წერილის საფუძველზე, რამაზ ახვლედიანმა, 2006 წლის 25 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს და მოითხოვა ლისის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კონპლექსის 63,5 ჰა შესყიდვა, ხოლო მეორე დოკუმენტი ეხება ფაქტს, როდესაც 2005 წლის 13 იანვრის მდგომარეობით, ს.ს. „ლისის ტბას“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად, ანგარიშზე ერიცხებოდა 2,715.000.00 მლნ ლარი. შესაბამისად, რამაზ ახვლედიანსა და მის ბიზნეს-პარტნიორ მამუკა ხაზარაძეს, ს.ს. „ლისის ტბის“ მეშვეობით, სრული მზაობა გააჩნდათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისთვის, თავის მხრივ, რამაზ ახვლედიანი მზადყოფნას გამოთქვამდა ლისის ტბის კომპლექსის 63,5 ჰა შესყიდვაზე და არ არსებობდა არც ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რამაზ ახვლედიანს, თავისუფალი ნების პირობებში, უარი ეთქვა მამუკა ხაზარაძესთან საერთო ბიზნესზე და პარტნიორობაზე.

ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის კიდევ ერთი შუამდგომლობა და საქმეს მტკიცებულებებად დაურთო რამაზ ახვლედიანის მიერ ს.ს. „ლისის ტბის“ მიმართ გაგზავნილი ყველა წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც მამუკა ხაზარაძის ბიზნეს-პარტნიორი ს.ს. „ლისის ტბის“ 2005–2015 წლებში განხორციელებულ საბანკო ტრანზაციებისა და ბალანსების გაცნობას მოითხოვდა. ამასთან, რამაზ ახვლედიანის ინტერესების დამცველები დაეთანხმნენ საქმეში მესამე პირის, შპს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობას საქმეზე რამაზ ახვლედიანსა და შპს „თბილისის უძრავი ქონების“ დირექტორ ირაკლი კილაურიძეს შორის გაფორმებული განზრახულობათა ოქმის მტკიცებულების სახით დართვაზე.

ცნობისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც არ დაკმაყოფილდა რამაზ ახვლედიანის სასარჩელო მოთხოვნები: საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების ბათილად ცნობა რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, ახალი ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. დავის მხარეები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და მამუკა ხაზარაძის ს.ს. „ლისი ლეიქ დეველოპმენტია“.

საქმის მასალებიდან დადგენილია, რომ რამაზ ახლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ამ განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება, ჩამოერთვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: „საქმეში არსებული მასალების თანახმად, რამაზ ახვლედიანს სადავო ქონების საბოლოოდ საკუთრებაში გადაცემამდე, უნდა შეესრულებინა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები, თუმცა ამ უკანასკნელთა შესრულებამდე მან თავად განაცხადა უარი უძრავი ქონების მიღებაზე, ვინაიდან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, არ შეეძლო შეესრულებინა კონკრეტული პირობები/ვალდებულებები“. რამაზ ახვლედიანმა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლოს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ახალი დოკუმენტაცია წარუდგინა. საქმეს ამჟამად განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს გიორგი ტყავაძე (თავმჯდომარე), მარიამ ცისკაძე და ნათია ქუთათელაძე. საქმეზე სხდომა 2018 წლის 09 იანვარს, 14:00 საათზე განახლდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის -
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-