logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვისთვის ბრალდებულებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
11:40 14.11.2017
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში ბრალდებულები გ.გ, გ.ო და ბ.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის ნოემბერში, გ.გ, ბ.დ. და გ.ო. ქ.რუსთავში შეხვდნენ ჯ.მ.-ს, მიაყენეს მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯ.მ.-ს 23 600 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულები სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ჯ.მ.-ს და მისგან თანხის დროულად მიტანას ითხოვდნენ.

სამართალდამცველებმა გ.გ, ბ.დ. და გ.ო. 2017 წლის 8 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის -
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-