logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
„ახალგაზრდა ადვოკატები“: მოწმეებმა დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას წინააღმდეგ სამხილების შეგროვების ბრძანება თათბირზე ზურაბ ადეიშვილმა გასცა
„ახალგაზრდა ადვოკატები“: მოწმეებმა დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას წინააღმდეგ სამხილების შეგროვების ბრძანება თათბირზე ზურაბ ადეიშვილმა გასცა
16:23 12.10.2017
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს ყოფილი ვიცე- პრემიერისა და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის თემურ ბასილიას საქმეზე 2008 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის გადახედვის პროცესი განაახლა. სასამართლომ სხდომაზე მთავარი პროკურატურის 4 მოწმე დაკითხა, რომლებმაც გამოძიების ეტაპზეც დაადასტურეს, რომ თემურ ბასილიას მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დავალების შესაბამისად, განხორციელდა უკანონო დევნა და ბრალდება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე, ერთ-ერთმა მოწმემ გაიხსენა საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა დავალება, თემურ ბასილიას მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებისთვის, სამხილები მოემზადებინათ. ამასთან, მოწმეებმა ისაუბრეს თემურ ბასილიას და ს.ს. „ინტელექტბანკის“ კავშირებზე და გამორიცხეს თემურ ბასილიას მხრიდან ბანკის საქმიანობის ფარული მხარდაჭერა და მფარველობა, რომელსაც თემურ ბასილიას მაშინდელი პროკურატურა ედავებოდა. შესაბამისად, მსჯავრდებაც სწორედ ამ პოლიტიკურად მოტივირებულ პოზიციებს დაეყრდნო. ამასთან, მოწმეებმა გაიხსენეს ეპიზოდი, როდესაც მაშინდელი პროკურატურის წარმომადგენლების დავალებით სს ,,ინტელექტბანკის“ გენერალურ დირექტორ გოგი სალიას სასჯელაღსრულების ადმინისტარციულ შენობაში შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თუკი თემურ ბასილიას მიმართ მამხილებელ ჩვენებას მისცემდნენ, როგორც იმჟამად პატიმრობაში მყოფი გოგი სალია, ასევე ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი, მათი პატიმრობიდან გათავისუფლებაც დაჩქარდებოდა. მოწმეებმა, საქმესთან დაკავშირებით, აგრეთვე, უპასუხეს სასამართლოს, პროკურატურისა და დაცვის მხარის წარმოამდგენლების შეკითხვებსაც.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მთავარი პროკურატურის ახალი გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალური პროკურატურის მიერ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დაკავებული იყო სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გოგი სალია და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლევან კვირიკაშვილი. მაშინდელ პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო იმჟამინდელ ხელისუფლებასთან. ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით, საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გოგი სალიას და ლევან კვირიკაშვილს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდა, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ, ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას. პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 14 სექტემბრის სხდომაზე გაიზიარა თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა შუამდგომლობა და სისხლის სამართლის საქმეს, ინფორმაციის სახით დაურთო დამატებითი მასალები. კერძოდ, 2009 წელს პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ქ. ფოთში და საქართველოს პარლამენტში, 2010 წელს ქართული ტელევიზიების მხრიდან მომზადებული სიუჟეტების კრებული, თემურ ბასილიას უცხოეთში თითქოსდა დაკავებისა და საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ცენტრალური აზიის გენერალური მენეჯერის წერილი თემურ ბასილიას უკანონო დევნის შესახებ და სხვა. თემურ ბასილიას ინტერესების დამცველთა განცხადებით, წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, თუ სხვდასხვა მედია საშუალებებსა და ტელეგადაცემებში, როგორი უსაფუძვლო და ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობდა თემურ ბასილიას წინააღმდეგ, მათ შორისა ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების და მისი უშუალო მითითებების საფუძველზე. ცნობისთვის: 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.

თბილისის სააპელაციო სასამართლო თემურ ბასილიას საქმეს მოსამართლეების: მაია ხოლოაშვილი (თავმჯდომარე), შორენა ყაველაშვილი და მზია ლომთათიძე შემადგენლობით განიხილავს. საქმე აღნიშნულ კოლეგიას მას შემდეგ გადაეცა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლომ თემურ ბასილიას ბრალდების გადახედვის თაობაზე განჩინება მიიღო. მანამდე, 2017 წლის 27 იანვარს, მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მიიღო დადგენილება „მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ“, რომლითაც თემურ ბასილია, წინა ხელისუფლების პირობებში წარდგენილ ბრალდებაში, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

თემურ ბასილიას კანონიერ ინტერესებს, ადვოკატები: არჩილ კაიკაციშვილი და გია ტაბლიაშვილი წარმოადგენს, ხოლო საქართველოს პროკურატურის პოზიციას პროკურორები: გიორგი მიქავა და ანრი არსენიშვილი წარმოადგენენ. საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 9 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება, სადაც საქმეზე მთავარი პროკურატურის მთავარი მოწმეები დაიკითხებიან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ