logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი  სერგეი ფესენკო,  წარსულში სასტიკი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი
მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სერგეი ფესენკო, წარსულში სასტიკი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი
18:46 14.05.2020
სასტიკი მკვლელობისთვის ნასამართლევი სერგეი ფესენკო უკრაინაში სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტიური წევრია.

48 წლის სერგეი ფესენკო არაერთხელ მოექცა უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში. ის უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის და მისი გარემოცვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირია. ფესენკო აქტიურად იყო ჩართული 2017 წლის მძაფრსიუჟეტიან მოვლენებში, როდესაც უკრაინელი სამართალდამცველები მიხეილ სააკაშვილის დაკავებას და ქვეყნიდან გაძევებას გეგმავდნენ.უკრაინულ წყაროებში სერგეი ფესენკოს შესახებ საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია იძებნება.

ის 1990-იან წლებში მსახურობდა „ფრანგულ ლეგიონში“ და დაქირავებული მებრძოლის რანგში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში. სწორედ ამ პერიოდიდან დაერქვა მეტსახელად „ფრანგული ბულდოგი“.ამავე წყაროებით ირკვევა, რომ ფესენკო წარსულში სასტიკი მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

უკრაინაში რამდენიმე წლის წინ წარმოებული გამოძიებით დადგინდა, რომ სამშობლოში დაბრუნებული „ფრანგული ბულდოგი“ ცხელ წერტილებში საბრძოლველად წასვლის მსურველებს თაღლითურად სძალავდა თანხებს. ერთ-ერთი ასეთი მსურველი კი 1500 დოლარის გამოძალვის შემდეგ სასტიკი მეთოდით მოკლა. ვინმე ვოლოდიმირს მან თავში რამდენჯერმე ჩაარტყა ჩაქუჩი, რის შემდეგაც ჭრილობები სანადირო დანით მიაყენა. მკვლელობა ჩერკანსის რეგიონში 2000 წლის 27 აგვისტოს მოხდა მოხდა.ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახმა ავტომობილი, საქონელი და საოჯახო ნივთებიც კი გაყიდა, რომ 1500 დოლარი შეეგროვებინა და შვილი სამხედრო მისიაში მოეწყო, თუმცა სინამდვილეში ოჯახი თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდა.უფრო მეტიც, უცხოეთში მისიის ნაცვლად ბოლოდიმირი სასტიკად მოკლეს. „როდესაც გარდაცვლილის ცოლი და ქალიშვილი დაბრუნდნენ ცხედარი ოთახში ეგდო, ირგვლივ კი ყველაფერი სისხლით იყო შეღებილი. მათ ნახეს სერგეი ფესენკო, რომელსაც ხელში სანადირო დანა ეჭირა. „ხმა არ ამოიღოთ, თორემ თქვენც იგივე მოგელით“ – უთხრა მან გარდაცვლილის ცოლ-შვილს, რომლებმაც სასამართლოს დეტალური ჩვენება მისცეს. ამ დანაშაულისთვის სერგეი ფესენკოს 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. წლების შემდეგ „ფრანგული ბულდოგი“ ასპარეზზე უკვე მიხეილ სააკაშვილის გვერდით გამოჩნდა. სერგეი ფესენკო გახლავთ უკრაინაში სააკაშვილის მიერ დაარსებული პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტიური წევრი და საქართველოს ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2017 წელს უკრაინის პროკურატურა ანატოლი ბონდარენკოსთან ერთად სერგეი ფესენკოს ხელყუმბარებისა და სხვა საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სერგეი ფესენკო საქართველოში შემოსავლას უცხოელი დამკვირვებლის სტატუსით ცდილობდა, თუმცა მას ქვეყანაში შემოსვლაზე ოფიციალურად ეთქვა უარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა