logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ანგელა მერკელის გაფრთხილება: გერმანიის ფედერაციული მხარეები ზედმეტად ჩქარობენ კარანტინის მოხსნას
ანგელა მერკელის გაფრთხილება: გერმანიის ფედერაციული მხარეები ზედმეტად ჩქარობენ კარანტინის მოხსნას
20:21 23.04.2020
ანგელა მერკელის მიერ გაჟღერებული გაფრთხილების თანახმად, გერმანია დგას კორონავირუსის გავრცელების შეკავებაში ბოლოდროინდელი მიღწევების გაქარწყლების რისკის წინაშე. მერკელმა მკაცრად გააკრიტიკა რეგიონების ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ კარანტინის შეზღუდვებიდან თავის დაღწევას და ამ მიზნით მოვლენებს წინ უსწრებენ.

ამ კვირის განმავლობაში გერმანიაში ხელახლა გაიხსნა უფრო მცირე, არაარსებითი მნიშვნელობის მაღაზიების ნაწილი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაიწყო ერთი თვის წინ დაწესებული ფიზიკური დისტანცირების ზომების შემსუბუქება.

ქვეყნის დეცენტრალიზებულმა პოლიტიკურმა სისტემამ მისცა ზოგიერთ ფედერაციულ მხარეს (სულ 16 მხარე) შესაძლებლობა, შემოეღო განსაკუთრებული გამონაკლისები ადგილობრივი ბიზნესებისთვის - მაგალითად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში უკვე ნებადართულია უფრო მსხვილი ავეჯის მაღაზიების გახსნა.

„კარანტინის მოხსნის სტრატეგიის განხორციელება ჩემთვის შეშფოთების საგანია, - განაცხადა მერკელმა ხუთშაბათს ბუნდესტაგში გამოსვლის დროს, - ნაწილობრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს სწრაფად, შეიძლება ითქვას, ზედმეტად სწრაფად კეთდება. ამის მოსმენა არავის სიამოვნებს, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ვიმყოფებით პანდემიის არა დასკვნით ფაზაში, არამედ საწყის ეტაპზე. ჩვენ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოგვიწევს მასთან თანაარსებობა“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის თანახმად, პანდემია „წარმოადგენს დემოკრატიაზე თავსმოხვეულ შეზღუდვას, რადგან ის ზღუდავს სწორედ იმას, რაც განსაზღვრავს ჩვენს საარსებო უფლებებსა და საჭიროებებს“. მიუხედავად ამისა, მერკელის თქმით, დისტანცირების ზომების გაგრძელება აუცილებლობას წარმოადგენდა.

კანცლერის მიერ კრიზისის მართვამ საერთაშორისო მოწონება დაიმსახურა, თუმცა თავად გერმანიაში ასევე გაჟღერდა კრიტიკა, როცა ლიბერალმა პოლიტიკოსებმა დაადანაშაულეს თავიანთი კონსერვატიული კოლეგები უფრო მეტი აღმასრულებელი ფუნქციის მორგებაში, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ქვეყნის კონსტიტუციით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა