ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა
ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა
10:23 13.01.2020
ერაყში, სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი ჯარისკაცებიც არიან განთავსებული, თავდასხმა მოხდა.

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ავიაბაზაზე "კატიუშას" ტიპის 8 რაკეტა ისროლეს.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ერაყელი სამხედრო. ერაყის მხარე არ ასახელებს, ვინ დგას თავდასხმის უკან.

ბეჭდვა