logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის თავჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად, იმაზე რაც ხდება პარლამენტის შენობაში
ირაკლი კობახიძე: პარლამენტის თავჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად, იმაზე რაც ხდება პარლამენტის შენობაში
18:12 01.07.2019
პარლამენტის თავჯდომარის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ის რაც პარლამენტში მოხდა სრულიად მისი, როგორც პარლამენტის თავჯდომარის პასუხისმგებლობა იყო და სწორედ ამიტომაც გადადგა.

„იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა არ აქვს ამას მნიშვნელობა. ფაქტი ერთია, საბოლოო ჯამში პარლამენტის თავჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად, იმაზე რაც ხდება პარლამენტის შენობაში. აქედან გამომდინარე რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას პარლამენტის თავჯდომარის სკამზე, ეს იყო ძალიან მძიმე მოვლენა და რა თქმა უნდა მთელი პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარეზე. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე თუ რატომ არ გადადგა იმ დღესვე, პასუხად ირაკლი კობახიძე ორ მიზეზს ასახელებს. მათ შორის იმას, რომ საქართველოში არ იმყოფებოდა. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ განაცხადა, გადადგომის ინიციატივა მას ეკუთვნოდა.

„როდესაც კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ამას, ამაზე გავაკეთე მე რეაქცია და ეს რეაქცია იყო სრულიად ბუნებრივი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, იმავე დღეს მე მქონდა მყარი პოზიცია, რომელიც შევთავაზე ჩვენს გუნდს. აქ იყო ორი ნიუანსი: ერთი, რომ ვიყავი სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყანაში ასეთი ტიპის განცხადების გახმოვანება არა არის სწორი და მეორე ნიუანსი არის ის, რომ შემომთავაზეს კიდევ ერთხელ გუნდთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად, შევწყვიტე ჩემი ვიზიტი და დავბრუნდი საქართველოში. შედგა შეხვედრა და კიდევ ერთხელ იყო მსჯელობა და მე წარვადგინე ჩემი ინიციატივა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა