logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
„მთავარი არხი“ „ასტრა პარკის“ შენობაში განთავსდება - „ასტრა პარკის“ მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან თემურ ალასანია და მისი მეგობარი ერიკ გუდისი დგანან?
„მთავარი არხი“ „ასტრა პარკის“ შენობაში განთავსდება - „ასტრა პარკის“ მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან თემურ ალასანია და მისი მეგობარი ერიკ გუდისი დგანან?
15:15 27.08.2019
უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ტელეკომპანია დიღომში, „ასტრა პარკის“ შენობაში განთავსდება.

„მოლაპარაკებების შესახებ პროტოკოლს ხელი მოეწერა და 100 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ტელეკომპანია აქ იქნება“, - ამბობს „ასტრა პარკის“ დირექტორი თამაზ შაfათავა.

ვინ არიან „ასტრა პარკის“ დამფუძნებლები და ამჟამინდელი მფლობელები? საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის დირექტორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე თამაზ შამათავაა, ხოლო 100 პროცენტიანი წილი მარშალის კუნძულებზე დარეგისტრირებულ „ეი ენდ ჯეი ენერჯის“ ეკუთვნის, თავად ამ ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა კი არ ჩანს.

„რეპორტიორის“ ინფორმაციით, „ასტრა პარკის“ მფლობელი ოფშორული კომპანიის უკან რეალურად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, კერძოდ კი თემურ ალასანია დგას. ეს გარკვეულწილად დასტურდება საჯარო რეესტრის 2010 წლის ამონაწერით, სადაც კომპანიის დამფუძნებლებს შორის მითითებულია მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, თემურ ალასანიას ვაჟი - გიორგი ალასანია (ჯორჯ თ ალასანია, ამერიკის სამოა). ის „ასტრა პარკში“ 31-პროცენტიან წილს ფლობდა.

ამჟამად მიხეილ სააკაშვილის ოჯახი „ასტრა პარკის“ მფლობელებს შორის აღარ იძებნება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ზემოხსენებული ოფშორული კომპანია რეალურად თემურ ალასანიას და მის ახლო მეგობარს ერიკ გუდისს ეკუთვნის.

„კომპანია მთლიანად ამერიკელებს ეკუთვნით. იქ ცხოვრობენ. ალასანია ადრე იყო ხოლმე დამფუძნებელი. ახლა აღარ არის“, - ამბობს „ასტრა პარკის“ დირექტორი თამაზ შამათავა.

თემურ ალასანიას და ერიკ გუდისის სახელს იარაღით ბიზნესს უკავშირებს პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე. მისი ინფორმაციით, არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა.

ამის შესახებ „რეპორტიორი“ ჯერ კიდევ 2013 წელს წერდა, როდესაც ირაკლი კაკაბაძემ პროკურატურას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ახალი მასალები მიაწოდა. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის ლიკვიდაცია თემურ ალასანიასა და ერიკ გუდისის საქმიანობას უკავშირდება.

„ვიცი რომ არსებობდა და არსებობს კონკრეტული მაფია, რომლის ნათლიმამაც გახლავთ ბატონი თემურ ალასანია და ბატონი ერიკ გუდისი, რომელიც იარაღის გაყიდვით ძალიან დიდ ფულს აკეთებდა. ამ მაფიის წინააღმდეგ გამოვიდა ჩემი მეგობარი ზურაბ ჟვანია. 2005 წლის იანვარში იყო მუქარის ზარი ამ მაფიის ერთ-ერთი წევრისგან, კერძოდ ერიკ გუდისისგან. მისი მუქარა ასე ჟღერდა, რომ მთავრობის ორი წევრი, ლაპარაკი იყო ზურაბ ჟვანიასა და კახა ბენდუქიძეზე, ერთი თვის მერე აღარ იქნებოდა იმ თანამდებობაზე, რომელზეც იყვნენ“, - განაცხადა მაშინ საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა ირაკლი კაკაბაძემ.

2013 წელს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა გარდაცვლილი პრემიერის ძმა გოგლა ჟვანიაც, რომლის თქმით, პროკურატურაში ის რეზონანსული საქმის მასალების გასაცნობად გამოცხადდა.

reportiori.ge

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა