logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
“noev-kovcheg” (რუსეთი): ნაღმი, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება აფეთქდეს-აზერბაიჯანელები ქართველებს არ დაუთმობენ
“noev-kovcheg” (რუსეთი): ნაღმი, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება აფეთქდეს-აზერბაიჯანელები ქართველებს არ დაუთმობენ
17:35 01.05.2019
რუსეთის სომხური დიასპორის ყოველთვიურ გაზეთ «Ноев Ковчег»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მოუგვარებელი პრობლემა - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, რომელიც პერიოდულად ხდება დაძაბულობის მიზეზი ორ მეზობელი ქვეყნის ურთიერთობებში.

საინფორმაციო პორტალი REGION.GE გთავაზობთ ფრაგმენტს სტანისლავ ტარასოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:

პუბლიკაციაში განსაკუთრებით ვრცლადაა განხილული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების საკითხი, მოცემულია სასაზღვრო დავის ისტორია, მიზეზები, მხარეთა პოზიციები და ა.შ.

„საქართველოს და აზერბაიჯანს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები 1918-1920 წლებშიც ჰქონდათ, „ახლადდაბადებულ“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. იმ დროს ბაქოსა და თბილისს შორის დავა იყო წარმოქმნილი მუსულმანებით დასახლებული ტერიტორიების გამო, კერძოდ - ზაქათალის ოკრუგის, სიღნაღის მაზრის, ყარაიაზის სტეპის, ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრებთან დაკავშირებით. არსებობს მოგვიანებით, უკვე საბჭოთა პერიოდში, საკავშირო ბოლშევიკური კომპარტიის ამიერკავკასიის ბიუროს მიერ მიღებული არაორდინალური გადაწყვეტილება საქართველოსა და აზერბაიჯანის სსრ-ების ტერიტორიათა გამიჯვნის თაობაზე. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ორ მეზობელ რესპუბლიკას შორის ტერიტორიული საკითხი მოგვარებული იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრობლემამ კვლავ თავი იჩინა... საქმეში ისეთი არგუმენტები ჩაერთო, რომლებიც ეროვნული ისტორიოგრაფიის მიერ იყო შემუშავებული - „შენი კი არა, ჩემია“-ს პრინციპით. დაიწყო „ისტორიული სამართლიანობით“ შეიარაღებული პოზიციების წარმოჩენა...

ჩვენ ახლა არ შევუდგებით დისკუსიას და იმის გარკვევას - ბაქო უფრო მართალია თუ თბილისი, დავაფიქსირებთ მხოლოდ ფაქტებს, რომლებიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს (აზერბაიჯანულად - „კეშიჩკი-დაღს“) ეხება.

ქართველი ისტორიკოსები თვლიან, რომ მონასტერი მე-5 საუკუნეშია დაარსებული წმინდა დავით გარეჯის მიერ. ქართველები მონასტერს ეროვნულ სალოცავად მიიჩნევენ. იქ შემონახულია მე-8 - მე-14 საუკუნეების უნიკალური ფრესკები, მათ შორის - საქართველოს მონარქების დავით აღმაშენებლისა და თამარის [ერთადერთი] გამოსახულებით. უფრო მეტიც - დავით გარეჯის მონასტერი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ლავრას წარმოადგენს.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსების ვერსიით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ალბანური წარმოშობა აქვს (კავკასიის ალბანეთი - უძველესი სახელმწიფო, რომელიც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მე-5 საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს, აზერბაიჯანის და დაღესტნის ნაწილებს მოიცავდა. ქრისტიანობა კავკასიის ალბანეთში მე-4 საუკუნეში გავრცელდა). აზერბაიჯანი, რომელიც დღეს თავს ქრისტიანული კავკასიის ალბანეთის ისტორიულ მემკვიდრედ მიიჩნევს, დავით გარეჯის მონასტერს თავისად თვლის.

მართალია, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლობის გათვალისწინებით, ამ საკითხზე დისკუსია მწვავე ხასიათს არ იძენს, თუმცა პრობლემა დღემდე გადაჭრილი არაა. იყო დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მან თითქოსდა ილჰამ ალიევთან რაღაც შეთანხმებას მიაღწია მონასტრის საქართველოსადმი კუთვნილების (გადმოცემის) თაობაზე. შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ტერიტორიების გაცვლაზე, მაგრამ აზერბაიჯანულმა მხარემ დაბლოკა. მიზეზი ისაა, რომ ბაქოსათვის ყველა ქრისტიანული ტაძარი და ეკლესია-მონასტერი, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორრიაზე მდებარეობენ, ალბანური წარმოშობისაა.. ეს ეხება მთიანი ყარაბაღის ტერიტორიასაც და თუ აზერბაიჯანი თბილისს რაიმეს დაუთმობს, ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ისტორიკოსებისა და მეცნიერების ნაშრომებს ხაზი გადაესმება. როგორც ბაქოში მიიჩნევენ, ქართველებთან კომპრომისი სომხებს იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ თუ დავით გარეჯის მონასტერი ალბანური არაა, მაშინ არც მთიანი ყარაბაღის ქრისტიანული ტაძრები არ იქნება ალბანური.

„გარეჯი - ქართული, ყარაბაღი - სომხური? გამოდის, რომ აზერბაიჯანი კავკასიის ალბანეთის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრე არ არის“... ცხადია, ასე თუ გაგრძელდება ლაპარაკი, დავა უფრო გაღრმავდება. ამიტომაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანელები ქართველებს არ დაუთმობენ. აი, ამიტომაც ბაქოსა და თბილისს შორის არსებული სასაზღვრო დავა ისეთ ჩიხშია შესული, საიდანაც, როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში ვერ გამოვა.. ამ პრობლემაში მართლაც „ისტორიული ნაღმია“ ჩადებული, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში შეიძლება აფეთქდეს....“.


წყარო: Region.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის