logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ფრანგული «Le Monde» სალომე ზურაბიშვილის წერილს აქვეყნებს: საქართველოს არასოდეს არ გამოუხატავს ასეთი გაბედულება და ენთუზიაზმი ევროპული პერსპექტივის მიმართ
ფრანგული «Le Monde» სალომე ზურაბიშვილის წერილს აქვეყნებს: საქართველოს არასოდეს არ გამოუხატავს ასეთი გაბედულება და ენთუზიაზმი ევროპული პერსპექტივის მიმართ
13:43 10.04.2019
გავლენიანი ფრანგული გამოცემა «Le Monde» საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილს აქვეყნებს, რომლის ქართულენოვან, მცირედ შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ:


ევროპა კრიზისშია. ამის მიუხედავად, საქართველოს არასოდეს არ გამოუხატავს ასეთი გაბედულება და ენთუზიაზმი ევროპული პერსპექტივის მიმართ. მაისში, [ევროპარლამენტის არჩევნების დროს], ევროკავშირის მოქალაქეებს ევროპის პერსპექტივის განსაზღვრა მოუწევთ, მაგრამ მათ უკვე მაგალითი საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს: როცა მე პრეზიდენტად ამირჩიეს - 2018 წლის 28 ნოემბერს - ქართველები მოდური ევროსკეპტიკური ტენდენციების წინააღმდეგ წავიდნენ, ანუ არჩევნებში ჩემი გამარჯვება გახდა იმ კამპანიის შედეგი, რომელიც ევროპული დროშით მიმდინარეობდა და გამიზნული იყო მხოლოდ ერთი ამოცანის შესასრულებლად - ევროკავშირში შესვლისათვის.

საქართველო ნამდვილი პარადოქსია: ქვეყანა მდებარეობს ევროკავშირის მიჯნებთან და იქ შესვლაზე ოცნებობს მაშინ, როცა თვითონ ევროპელები ეჭვობენ ევროკავშირის მომავლის თაობაზე. რა თქმა უნდა, საქართველო თვითონ ვერ ამჩნევს და საკუთარ თავზე არ გრძნობს ევროპის პოლიტიკის ყოველდღიურ სირთულეებს, რომლებიც, ევროპის მშენებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, გამოხატულია ნელი მოძრაობებით, კრიზისებით და კომპრომისებით. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ევროპამდე არსებული დიდი მანძილი საქართველოსთვის მაინც ძალის მიცემის საფუძველია. ჩვენ ევროპას გარედან ვაკვირდებით, თანაც შავიზღვისპირა საქართველო ისეთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს, თურქეთს და ირანს შორისაა მოქცეული, შესაბამისად, როცა საქმე ეხება ალტერნატიული პოლიტიკური მოდელების ერთმანეთთან შედარება და მათ გავლენას, ჩვენ ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვიდრე სხვა ევროპული სახელმწიფოები. ქართველმა ხალხმა მკაფიო დასკვნა გააკეთა: ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი მრავალი წლის განმავლობაში არ სუსტდება და 80%-ის დონეზე რჩება. უფრო მეტიც - ევროპული პერსპექტივა კონსტიტუციაშია დაფიქსირებული!

რა თქმა უნდა, ევროკავშირის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება რთული არ ყოფილა. ევროპა თავისუფლების სიმბოლოა ჩვენთვის, 70-წლიანი საბჭოთა ტოტალიტარული უღლის ქვეშ მყოფი ხალხისთვის, რომელმაც ბოლო 30 წლის მანძილზე ლიბერალური დემოკრატია განამტკიცა. ევროპა ჩვენთვის საერთო კულტურასაც წარმოადგენს: „ოქროს საწმისის“ სამშობლომ ქრისტიანობა ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში მიიღო, საქართველო მეღვინეობის ცივილიზაციის აკვანია და აქედან გამომდინარე, ჩვენს ევროპულ იდენტობაში ეჭვი არ უნდა არსებობდეს. ჩვენი ფასეულობები - ევროპული ფასეულობებია. ასევე შეიძლება ითქვას ქართულ ტოლერანტობაზეც (მაგალითად, ებრაელებთან მრავალსაუკუნოვანი თანაცხოვრება ანტისემიტიზმის გამოვლენის გარეშე), რომელიც გვსურს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად იქნას აღიარებული.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპა საშუალებას მოგვცემს წინ ვიაროთ და თავიც დავიცვათ. ევროპისაკენ ჩვენი სვლა კონკრეტულ შედეგბშიც გამოიხატება: ევროპულ ბაზარზე გასვლაში, ევროპული განათლების დაუფლებაში... სწორედ ევროკავშირმა დაგვიცვა 2008 წელს რუსეთის ჯარების მიერ თბილისის ოკუპირებისაგან, საფრანგეთის სახით. რუსები თბილისს დაიკავებდნენ, პარიზის მიერ დიპლომატიური მობილიზაცია რომ არ მომხდარიყო (...)

და ამ ყველაფრის ფონზე საქართველო ევროპის კავშირის წევრი არ არის. საქართველო ევროკავშირის გაფართოების პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ევროკავშირის ყოველი გაფართოება დამოკიდებულია ევროპის სახელმწიფოების, ევროპის ხალხების ნებაზე და მათ სრულ თანხმობაზე. ამიტომაც ჩვენ უნდა დავაღწიოთ თავი ორმაგ ხაფანგს, რაშიც გაფართოების ამჟამინდელი პოლიტიკის წყალობით აღმოვჩნდით. ის ხელს უწყობს ევროსკეპტიციზმს ევროპაში და მის გარეთაც - ისეთ ქვეყნებში, როგორიც, მაგალითად, საქართველოა.

ბრექსითიც გაფართოების პოლიტიკის კრიზისის მაჩვენებელია, რომელსაც თავის დროზე საფრანგეთის პრეზიდენტი, გენერალი შარლ დე გოლი წინასწარმეტყველებდა. ბრექსითი მოწმობს იმას, რომ 28 წევრიან ევროკავშირს აღარ ძალუძს წინ იაროს ისეთი სიჩქარით, როგორითაც ექვსი წევრით მოძრაობდა. ამ მხრივ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებისათვის 5 მარტს გაჟღერდა, შეიძლება „მაშველი რგოლი“ იყოს იმდენად, რამდენადაც ის ევროკავშირის პერსპექტივის, მისი გააზრება-განხილვის შესაძლებლობას იძლევა. თუ ევროპას სურს, რომ მას მნიშვნელობა ჰქონდეს XXI საუკუნის კონტინეტური სახელმწიფოების წინაშე, ევროპისთვის საჭიროა არა დაშლა-დაყოფა, არამედ გაერთიანება. ხვალინდელ ევროპას ყველა დაჭირდება: დიდი ბრიტანეთი, როგორც საპარლამენტო ბასტიონი და პატარა საქართველო, როგორც ტოლერანტობის აკვანი.

ევროკავშირის პერსპექტივის განხილვაში საქართველოს სურს, რომ ახალი ევროპის ლაბორატორია იყოს. ჩვენ არ ვითხოვთ მიღების კანდიდატის სტატუსს უკვე ხვალინდელი დღიდან, არამედ ვთავაზობთ ევროპას იმ ახალი სტატუსის შექმნის გაცნობიერებას, რომელიც საქართველოს მეტ ევროპას მოუტანს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ დაგეგმილია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ათი წლის აღნიშვნა, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოსაც სურს. ჩვენ გვინდა წვლილი შევიტანოთ ისეთი ევროპის მშენებლობაში, რომელიც იცავს და თავიდან არ იშორებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის