logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ყარაბახში დაღუპული აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალი მარნეულში
ყარაბახში დაღუპული აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალი მარნეულში
18:23 28.01.2019
ფაქტი, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანს შორის, თითქმის დიპლომატიური სკანდალის და არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი გახდა,- ერთადერთი არ არის. სომეხი ოფიცერი, მიხეილ ავაქიანი ყარაბახის კონფლიქტის მონაწილე ერთადერთი სამხედრო პირი არ არის, რომლის ძეგლიც საქართველოში დგას. ირკვევა, რომ მარნეულში, სოფელ ლეჟბადინში, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის, ჯალილ საფაროვის მონუმენტიც დგას.
როგორც "პრაიმტაიმმა" გაარკვია, აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მემორიალური დაფა პორტრეტით, საჯარო სკოლის შენობაზე იყო განთავსებული, 2016 წელს კი, როდესაც საგანგებოდ შერჩეულ ტერიტორიაზე, სოფლის ცენტრში მდებარე სკოლის ეზოში, უფრო მასშტაბური კომპლექსი დადგეს, მემორიალური დაფა მონუმენტს შეუერთეს.
აზერბაიჯანის ეროვნული გმირი ჯალილ საფაროვი 1992 წელს, ყარაბახის კონფლიქტის დროს, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა. აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებების ცნობით, ოფიცერი საფაროვი ტურშსუ-ზარისლის გზაზე, 1992 წლის 15 მაისს მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს. მაშინ როცა ის სატანკო ეკიპაჟის გადარჩენიას ცდილობდა. ამავე წელს, მას აზერბაიჯანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული გმირის სტატუსი მიანიჭეს. ის დაკრძალულია ბაქოში, შეჰიდთა ხეივანში. ჯალილ საფაროვი წარმოშობით მარნეულიდან იყო. აზერბაიჯანში ის მშობლებთან ერთად მოგვიანებით გადასახლდა.
აზერბაიჯანულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომვ ყარაბაღის ომის მონაწილე სომეხ ოფიცერს, მიხეილ ავაქიანს ახალქალაქში ძეგლი დაუდგეს. ინფორმაცია სიახლედ დასახელდა ქართულ მედიაშიც, თუმცა ფოტოებით, რომელიც “პრაიმტაიმს” ადგილობრივებმა მიაწოდეს, ირკვევა, რომ მიხეილ ავაქიანის ძეგლი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან დგას.
“საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და მოსთხოვეს, რომ გადაუდებელი რეაგირება მოახდინოს ფაქტზე, რომელიც არ შეესაბამება ორმხრივ სტრატეგიულ ურთიერთობებს”, - უთხრა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ლეილა აბდულაევამ აზერბაიჯანულ სააგენტოს.
იგივე გამოცემა წერს, რომ აზერბაიჯანის ელჩიც იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მან ქართულ მხარეს ბაქოს პროტესტი გადასცა.

primetime.ge





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა