logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის დელეგაციასთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
13:05 21.04.2017
"საქართველოსა და უნგრეთის სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმებებით დასტურდება"-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით გაიმართულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღინიშნა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობაზე, ტურიზმის, ავიაციის, კულტურის, მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა, რომ კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ რეისებს ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, რაც, უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც ხალხთაშორის კავშირების გამყარებას, ისე ტურიზმის განვითარებას. ქართული მხარის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში უნგრელი ტურისტების რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში ქართველ სტუდენტების სწავლების დაფინანსების მნიშვნელობას.

"მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის გაფართოების გზები. ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენთან არიან უნგრეთის კერძო სექტორის წარმომადგენლები, თქვენი დელეგაციის წევრები. გაიმართება ბიზნესფორუმი, ასევე დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერა. არსებობს ძალიან მტკიცე საფუძველი ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, ასევე მისი შემდგომი დატვირთვისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრაზე.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უნგრეთი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ვიქტორ ორბანმა ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების იმედი გამოთქვა.

"ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს საქართველოში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. წელს აღინიშნება ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავი. უნგრეთი თვლის, რომ ეს არის ძალიან მტკიცე საფუძველი სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი ნაწილობრივ ამ წლისთავის აღნიშვნასაც ეთმობა,"- აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები. ხელი მოეწერა შემდეგ დოკუმენტებს: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის საბაჟო სასაქონლო ოპერაციებზე სტატისტიკურ მონაცემთა ურთიერთგაცვლის შესახებ შეთანხმება", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის სამინისტროს შორის ინვესტიციების წახალისების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმი", „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია", „დამატებითი ოქმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის საგანმანთლებლო გაცვლით პროგრამაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ უილიამ კორტნთან: რუსეთი შესაძლოა აფხაზეთის ანექსიას შეეცადოს, ისე როგორც ეს ყირიმში მოხდა
13:49 18.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავზე, დასავლეთის რეაქციებზე, საქართველოს ევროპულ
ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ