logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ამბასადორიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს
ამბასადორიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები განიხილეს
16:29 27.07.2016
ამბასადორიალის მონაწილეებმა სამუშაო სესიის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ მიმართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, არაღიარების პოლიტიკასა და ნდობის აღდგენის პროცესებში საერთაშორისო ჩართულობას.
აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნების მიერ საქართველოზე მიღებულ არაერთ რეზოლუციასა თუ განცხადებას. მათ შორის, განსაკუთრებულად აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის, გაეროს გენერალური ასამბლეისა და ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის რეზოლუციები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საზოგადოების გაზრდილ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.
სამუშაო სესიის მიმდინარეობისას ამბასადორიალის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. აღინიშნა ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის მნიშვნელობა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხით.
საუბარი შეეხო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით გადადგა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასევე ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების უზრუნველსაყოფად ახორციელებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა