logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აფასებს: ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა
კახა ოქრიაშვილი პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აფასებს: ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა
13:20 08.04.2021
„ის ადამიანები, ვინც გამოკითხვებში მალავენ საკუთარ პოზიციებს, როგორც წესი, ოპოზიციის მხარდამჭერები არიან. გავიხსენებ 2012 წლის გამოკითხვებს, როცა გამოკითხულთა 15 % ამბობდა, რომ მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“ და 43 % არ პასუხობდა კითხვებს, საბოლოოდ კი ეს 43 % ოპოზიციას დაემატა. დღესაც იგივე მოცემულობაა - სამწუხაროდ, ხალხს ისევ აქვს შიში, ღიად გამოხატოს ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა.

შიში, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში, ისევ არსებობს და შესაძლოა, მეტადაც კი დამყარდა. შიშის დამყარების პროცესი ძალიან სწრაფად 2018 წლიდან დაიწყო. „ოცნების“ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაინახა, რომ შესაძლოა, დამარცხებულიყო და შემდეგ დაეკარგა ძალაუფლება - სწორედ ამის შემდეგ გადავიდნენ შიშის დანერგვაზე, რაც ძალიან სამწუხაროა!

მინდა აღვნიშნო, რომ ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი ძალა ნაციონალური მოძრაობაა, რომელმაც 2004-დან 2012 წლამდე ეკონომიკისა და რეფორმების კუთხით, ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა, მაგრამ ამ ყველაფერს მოყვებოდა დიდი ნეგატივი და ჩავარდნები ადამიანის უფლებებისა და ტერორის კუთხით. თუმცა დღეს ვართ მომსწრე, რომ ძალადობასა და ტერორში, „ქართული ოცნება“ დაეწია და გაუსწრო კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას“.

დღეს ვერც ბატონ სააკაშვილს და ვერც ბატონ ივანიშვილს ვერავინ აუკრძალავს პოლიტიკაში ჩართვას. თუმცა თუ ბატონი ივანიშვილი ჩართულია პოლიტიკაში, მაშინ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დღეს მიმდინარე პროცესებსა და შედეგებზე, ზუსტად იმავეს ვიტყვი ბატონ სააკაშვილზე. ისე არ გამოვა, რომ ყველაფერი გადაწყვიტონ და პასუხი არაფერზე აგონ“- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა