logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია
19:00 01.03.2021
გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„მე მინდა პირველ რიგში, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ბატონ შარლ მიშელს. ჩვენ მოხარული ვართ მისი სტუმრობით საქართველოში. ბატონი შარლ მიშელი პირველად ეწვია ჩვენს ქვეყანას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება ჩვენი მეგობრის, ჩვენი ქვეყნის მეგობრის. ასევე მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი საქართველოში, რაც კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

რა თქმა უნდა, მინდა ასევე აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს ვიზიტი ცხადყოფს ევროკავშირის მზაობას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა იმ კომპლექსური რეფორმების გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს.

ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოსა და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ღირებულებებისადმი. შეხვედრისას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი. შევეხეთ არაერთ ასპექტს, არაერთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს. ასევე ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ევროპული ოჯახის წევრობა არ არის მხოლოდ პოლიტიკური ხედვების ნაწილი, არამედ, ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ჩვენ ამ ღირებულებების ერთგული ვართ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა