logo2
logo2
არქივი
« მარტი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ნიკა მელია: ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის
ნიკა მელია: ახლა საქმეს სწრაფი მოქმედება უშველის
12:46 18.02.2021
"მე მთელი ოპტიმიზმით ვიტყოდი, რომ როგორც ჩანს განათდა "ქართული ოცნების" რიგ წარმომადგენლებში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბატონ გახარიას, რომელმაც როგორც ჩანს არ გადადგა მეორედ ნაბიჯი სისხლისღვრისკენ, რომლისკენაც ალბათ მოუწოდებდნენ საკუთარი გუნდის წევრები იმიტომ, რომ ბატონ გახარიას საკმარისი პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური, ადამიანური ცოდვაც აქვს 20 ივნისთან დაკავშირებით და ბუნებრივია ამ ლაქას ის ვერასდროს ჩამოირეცხავს" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განაცხადა.

მისივე შეფასებით გახარიამ პრაქტიკულად აღიარა, რომ სისხლისღვრა იგეგმებოდა.

"როგორც ჩანს და ძალადობა თავისუფალი ადამიანების თავისუფალ ნებაზე, რომლებიც ვართ ახლა წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და ეს არ გააკეთა გახარიამ, რა თქმა უნდა არის დასაფასებელი. მაგრამ ეს საქმეს არ უშველის, ახლა საქმეს უშველის სწრაფი მოქმედება და სწრაფი მოქმედებები უნდა იყოს ხორცშესხმული. ვითხოვთ სასწრაფოდ შეხვედრას საერთო ოპოზიციური მოძრაობა ჩვენი პარტნიორი ელჩების მონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით" - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას მიმართ, რომელსაც პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება გამოიტანა.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით კი, მელიას დაპატიმრება არსებული გამოწვევების ფონზე არ არის მიზანშეწონილი და გუნდში არსებული უთანხმოების გამო, მან თანამდებობა დატოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა