logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
entrepreneur: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად
entrepreneur: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად
15:01 12.01.2021
„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს“ - წერს ჟურნალ „entrepreneur-ის რედაქტორი გიორგი შარაშიძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს ბოლოთქმაში.

როგორც შარაშიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად.
მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ.

„როგორც პუბლიკაციის დასაწყისში აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი 9 იანვარს შედგა. მასთან ინტერვიუზე "ჩვეულებრივი ქველმოქმედების" საკითხებზე სასაუბროდ მივედი, მაგრამ დეტალური საუბრის და, მითუფრო, მისი ვრცელი წერილის გაცნობის შემდეგ, არ მტოვებს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილის, როგორც უდიდესი მასშტაბის ქართველი ფილანტროპის პორტრეტს ძალიან მნიშვნელოვანი შტრიხი აკლია: თუ ქველმოქმედების არსი - კერძო ინიციატივით და პირადი ძლისხმევით კანონიერად მოპოვებული სიკეთეების საზოგადოების სასარგებლოდ ნებაყოფლობით და უანგარო დათმობაში მდგომარეობს, მაშინ ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, ვინც არამხოლოდ საკუთარი მატერიალური კაპიტალის 95% გაიღო უანგაროდ საზოგადო, საერთო საქმისთვის, არამედ ადამიანთან, ვინც საკუთარი სიმბოლური კაპიტალი, ანუ ხალხის ნდობა, ჯერ ქვეყნის დიქტატურისგან გათავისუფლებას მოახმარა, მერე მისი რეციდივების არდაშვებას, დღეს კი, ამ ნდობის საფუძველზე დემოკრატიული პროცედურით წარმოებულ ძალაუფლებას კვლავაც ნებაყოფლობით და კვლავაც უანგაროდ თმობს საზოგადოების სასარგებლოდ, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, პოლიტიკური ქველმოქმედების მართლაც უპრეცედენტო შემთხვევად უნდა შეფასდეს. ყველა ნაბიჯი, რაც მან 2011 წლის ოქტომბრიდან დღემდე ქართულ პოლიტიკაში გადადგა, ამაზე მეტყველებს. იგი პოლიტიკაში მოვიდა არა ძალაუფლების საძიებლად, არამედ სხვის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დასაბრუნებლად. იგი პოლიტიკაში მოვიდა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნის წინაშე ვალის მოსახდელად და პრინციპულად არ უსარგებლია არცერთი სახელისუფლებო სიკეთით და პრივილეგიით, გარდა ერთი პრივილეგიისა, უანგაროდ ემსახურა ხალხისთვის. მოვიდა იმისთვის, რომ ამ ფრონტზეც ექველმოქმედა და დღეს ვალმოხდილი და გამარჯვებული ბრუნდება შინ”- წერს გიორგი შარაშიძე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა