logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
ბიძინა ივანიშვილი: გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს
14:57 12.01.2021
„გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაც მის გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დარჩენილიყო მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.
მისი თქმით, შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მოუიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი ამოძრავებდა.

“ყურადღება და კონცენტრაცია ბიზნესის წარმატების აუცილებელი პირობაა. პოლიტიკაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მქონდა. თუმცა, თუ ბიზნესს მაინც ვაკლებდი ყურადღებას, პოლიტიკაზე სრულად ვიყავი კონცენტრირებული, მთლიანად ვიყავი მასზე ფოკუსირებული და შედეგმაც არ დააყოვნა - უკლებლივ ყველა მიმართულებით პოზიტიური და პრაქტიკულად, შეუქცევადი, შედეგები გვაქვს, რაც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო, პოლიტიკიდან საბოლოოდ დისტანცირების თაობაზე ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების.

შეიძლება პოლიტიკის სასარგებლოდ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩემი ბიზნესი მართლაც აზარალა და ამაში, როგორც თავად საინტერესო ტერმინი ახსენეთ, შესაძლებლობის მაღალი ფასის გადახდა მომიწია, მაგრამ შინაგანად ყოველთვის ორივე ფრონტზე თანაბრად დახარჯვის, ჩემი შესაძლებლობების თანაბრად რეალიზაციის სურვილი მამოძრავებდა...
პოლიტიკაშიც, ისევე როგორც ბიზნესში, მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება იყო მთავარი – გამეკეთებინა ის, რის გაკეთებაც ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა და დავრჩენილიყავი მანამ, სანამ ამის აუცილებლობა იქნებოდა.

მართალია, ორი წლის წინ პოლიტიკაში დაბრუნება დამჭირდა, როცა გუნდის ერთიანობას და იდეას საფრთხე შეექმნა, მაგრამ დღეს, როცა უკვე პოლიტიკიდან ჩემი წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება, გაცილებით მშვიდად ვარ, რადგან გუნდი, რომელსაც ვტოვებ, მზადაა თავად აგოს პასუხი საკუთარ თავზე და, თუ საჭირო გახდა, სხვასაც აგებინოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა