logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა
ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა
14:23 12.01.2021
„ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინ, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

კითხვას პირადი ქონების საქველმოქმედო მიზნებისკენ მიმართვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ქონების არანაკლებ 90%-ს, საბოლოო ჯამში, ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, ასეთ მასშტაბს კი ჟურნალისტის თქმით, მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს, ბიძინა ივანიშვილი პასუხობს, რომ არასდროს შეუდარებია თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალოსტატისტიკურ თამასაზე გაეკეთებინა სწორება.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო.

„გასაკვირი და დამაბნეველი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ალბათ მათთვის არის, ვისაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ჯიუტად არ სურს იმის დაჯერებაც კი, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და რაც, სურვილის შემთხვევაში, ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. გარდა ამისა, მე არასოდეს შემიდარებია ჩემი თავი სხვა ქველმოქმედებისთვის, რომ რაღაც საშუალოსტატისტიკურ თამასაზე გამეკეთებინა სწორება. ასეთი დეტალიზირებული ინფორმაციაც სხვების თაობაზე, ახლა თქვენგან მესმის პირველად. ყველას თავის გზა აქვს და როგორც ქართველებს გვიყვარს თქმა, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. მე მთელი ცხოვრება ჩემი გზით ვიარე, ჩემი ღირებულებების, პრინციპების და სინდისის კარნახით. ასე იყო ბიზნესში, ასე იყო პოლიტიკაში და ასე იმ საქმეში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. მე ჩემი არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთე და არჩევანის ერთგული ვრჩები. მიმაჩნია და მიმაჩნდა, რომ იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა გაქვს შესაძლებლობა, კერძო (პირადი) ძალისხმევით მოპოვებული მატერიალური თუ არამატერიალური კაპიტალი, ფულადი რესურსი იქნება ეს, თუ საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა, საერთო, საზოგადო საქმეს მოახმარო. ამიტომ სიტყვასიტვით შემიძლია გავიმეორო ის, რაც თქვენთან პირველ ინტერვიუში, ყოველგვარი ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვთქვი - ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან ეს გადაწყვეტილება, მაშინიმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი და მყარი საფუძველი ჩაგვეყარა ქვეყნის შეუქცევადი, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისათვის, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ფასეულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა