logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერმა ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
პრემიერმა ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე შესაბამის უწყებებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
19:57 11.11.2020
საქართველოს მთავრობა, ბიზნესისა და მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ღონისძიებების პაკეტზე მუშაობს. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანდემიისა და შედეგად მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოზეც აისახება, ცხადია, რომ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კუთხით რამდენჯერმე გადადგა, უკვე საკმარისი აღარ არის.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში შეიძლება გატარდეს და რომელიც შეეხება, როგორც სოციალური, ისე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს, მომდევნო პერიოდის განმავლობაში ეკონომიკური მდგომარეობის დინამიკის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა დახმარებების მიზნობრიობის უდიდეს მნიშვნელობას ეპიდემიასთან ბრძოლის ამ ეტაპზე, რათა არსებული რესურსი თანაბრად გადანაწილდეს ეკონომიკის ყველა იმ სფეროსა თუ მოქალაქეებზე, ვისაც შექმნილ ვითარებაში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაზე და იმ ღონისძიებების შესრულების ეფექტიანობაზე, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის 3 ფაზის ფარგლებში განახორციელა.

საუბარი შეეხო მიმდინარე პროგრამების მონიტორინგს და მათ შორის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილს, რომელიც მიმდინარე თვის დასაწყისიდან, 4 თვის განმავლობაში, თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის ფინანსურ სექტორში არსებულ მდგომარეობას და ხაზი გაესვა, რომ დღეის მდგომარეობით, საბანკო პორტფელები ინარჩუნებს ზრდის დინამიკას, გამომდინარე იმ ხელშემწყობი ღონისძიებებიდან, რაც მთავრობამ გაატარა, მათ შორის დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის პროგრამების კუთხით. ასევე აღინიშნა, რომ ეფექტიანად განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ კრიზისთან დაკავშირებული დროებითი საბანკო ზედამხედველობის ღონისძიებები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა